,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-19
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №143

2010 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ

1. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფლებამონაცვლეს.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი  ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და ძალაში შესვლისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

 1. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულება №829 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია