„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №955 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
977
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-31
სარეგისტრაციო კოდი
310.150.00.08.002.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №955 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №977

2009 წლის 31დეკემბრის

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №955 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის № 955 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., № 157, მუხ. 1879) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სანომრე ნიშნებზე გადასვლა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია