თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში "თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-29
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.163.016014
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში "თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2010 წლის 19 ოქტომბერი

 ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოები განისაზღვროს შემდეგი სახით:

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              2360 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                       1100 ლარი

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე                                             650 ლარი

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე                                             650 ლარი

წამყვანი საჯარო თანამდებობა – აპარატის უფროსი                      700 ლარი

უფროსი საჯარო თანამდებობა – განყოფილების უფროსი            500 ლარი

უმცროსი საჯარო თანამდებობა – მთავარი სპეციალისტი            420 ლარი

უმცროსი საჯარო თანამდებობა – სპეციალისტი                             380 ლარი

 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 3. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში                   (ქ. თელავი, დ.აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

 საკრებულოს თავმჯდომარე                 ნ. ხუცაიძე

კრებსითი — სრული ვერსია