"ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-08
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.118.016003
"ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №32

2010  წლის  24 სექტემბერი

ქ. ონი

„ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს  „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სახანძრო დაცვის სამსახურის პირადი შემადგენლობა.

სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურში გავლის წესს, საშტატო რაოდენობასა და სტრუქტურას ადგენს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 – მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი  2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  შ. ჯაფარიძე

                           

 

 

კრებსითი — სრული ვერსია