,,სენაკის აეროდრომით სარგებლობის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
124
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-04
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-14
სარეგისტრაციო კოდი
310.050.020.10.003.000.258
,,სენაკის აეროდრომით სარგებლობის შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2005 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

სენაკის აეროდრომით სარგებლობის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. სენაკის აეროდრომზე შეჩერდეს საჰაერო ხომალდების მიღება, მოძრაობა და გაშვება, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ხომალდებისა და სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი საჰაერო ხომალდებისა.

2. გაეროს წარმომადგენელთა საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველსაყოფად:

ა) ნება დაერთოს გაეროს წარმომადგენლობას ისარგებლოს სენაკის აეროდრომით 2006 წლის 1 იანვრამდე;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) დაიწყოს მოლაპარაკება გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან 2006 წლის 1 იანვრიდან წარმომადგენლობისათვის ალტერნატიული აეროდრომის შეთავაზების თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №179-სსმIII, №119,  17.10.2005წ., მუხ.1323

3. დადგენილება ამოქმედდეს 2005 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №179-სსმIII, №119,  17.10.2005წ., მუხ.1323

კრებსითი — სრული ვერსია