„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის N280 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
172
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-24
სარეგისტრაციო კოდი
110030000.22.027.016002
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის N280 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №172

2010 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №280 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №280 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №168, მუხ. 1724) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობს საგამოძიებო ნაწილის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი“.

2. მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 24 სექტემბრიდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია