სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.014.489
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება № 374
2010 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები“ (დანართი №1).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ბრძანების შესწავლის ორგანიზება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.
დანართი №1
სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები
მუხლი 1.
1. სახანძრო–ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები (შემდგომში – ნორმატივები) შემუშავებულია „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
2. ნორმატივები ადგენს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების, საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის, სამაშველო დანაყოფების ცალკეული თანამშრომლების, გათვლების, მორიგე ცვლების, აგრეთვე სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მსმენელების (შემდგომში პირადი შემადგენლობა) წინაშე დასახული კონკრეტული ამოცანების, მათ შორის სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა, სამაშველო მოწყობილობების გამოყენების და მოქმედებაში მოყვანის ვადებს, ხარისხისა და დროის მაჩვენებლებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.
მუხლი 2.
ნორმატივების შესრულება ხელს უწყობს ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას პირადი შემადგენლობის წინაშე დასახული ამოცანების, მოქმედებათა ხერხებისა და წესების დახვეწას, სახანძრო-ტექნიკური საშუალებების და სამაშველო მოწყობილობების გამოყენების შესწავლას, მათი მოქმედებაში მოყვანის ვადების შემცირებას. ნორმატივების გამოყენებით შესაძლებელი ხდება დადგინდეს პირადი შემადგენლობის მომზადების დონის განსაზღვრის ობიექტური, ერთიანი მიდგომები და შეფასების კრიტერიუმები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.
მუხლი 3.
ნორმატივების შესრულებამდე პირადი შემადგენლობა სწავლობს სახანძრო-ტექნიკურ საშუალებებს და სამაშველო მოწყობილობებს, მათთან მოპყრობის და მუშაობის წესებს, უსაფრთხოების ზომებს, აგრეთვე შესაბამისი წესდებებით, ინსტრუქციებით, სახელმძღვანელოებით და წესებით დადგენილ მოთხოვნებს. მეცადინეობების დროს პირადი შემადგენლობა თავდაპირველად სწავლობს ცალკეული ელემენტების (მოქმედებების) სწორად და დროულად შესრულებას (ნელ ტემპში) და მხოლოდ შემდეგ გადადის მთლიანი ნორმატივის შესრულებაზე.
მუხლი 4.
ნორმატივების შესრულების შემოწმებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი:
ა) ნორმატივები ითვლება შესრულებულად, თუ მუშაობის დროს დაცულ იქნა მათი შესრულების პირობები და არ ჰქონდა ადგილი წესდებებით, ინსტრუქციებით, სახელმძღვანელოებით და წესებით დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე უსაფრთხოების ზომების დარღვევებს;
ბ) თუ შემსრულებლის მიერ დაშვებული შეცდომა გამოიწვევს პირადი შემადგენლობის ტრავმირებას, სახანძრო-ტექნიკური საშუალებების, სამაშველო მოწყობილობების, დაცვის საშუალებების დაზიანებას, ნორმატივის შესრულება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და შეფასდეს „ არადამაკმაყოფილებლად“.
გ) აღმოჩენილი ტექნიკური გაუმართაობები არ აღმოიფხვრება (თუ ისინი არ აფერხებს ნორმატივის შესრულებას და არ უქმნის საფრთხეს ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), ხოლო ნორმატივის შესრულების შემდეგ შემსრულებელი მოახსენებს აღმოჩენილი გაუმართაობების შესახებ.
მუხლი 5.
თანამშრომლის, გათვლის, მორიგე ცვლის, დანაყოფის მიერ ნორმატივის შესრულების დრო აითვლება წამზომით, ნორმატივების პირობებში გათვალისწინებული წესის მიხედვით.
მუხლი 6.
ყველა ნორმატივი სრულდება სპეციალური ტანსაცმლითა და აღჭურვილობით სეზონის მიხედვით. ნორმატივის შესრულება იწყება განგაშის სიგნალით, ხოლო სრულდება ნორმატივების პირობებში გათვალისწინებული წესის მიხედვით.
მუხლი 7.
ნორმატივების შესრულების დრო და პირობები განსაზღვრულია 30 წლამდე ასაკის პირადი შემადგენლობისათვის და ზაფხულის პირობებისათვის.
მუხლი 8.
ვარჯიშები გასაშლელი კიბით და გაშლა (სახანძრო-ტექნიკური საშუალებების მზადყოფნაში მოყვანა) ნორმირდება ასფალტირებული უბნებისათვის.
მუხლი 9.
სხვა ასაკობრივი კატეგორიის პირადი შემადგენლობის მიერ ნორმატივის შესრულების შეფასების განსაზღვრისას საჭიროა შესწორების კოეფიციენტის შემოღება, რომლის მნიშვნელობა მრავლდება ნორმატივით გათვალისწინებულ საწყის დროზე. რამდენიმე რთული ფაქტორის ერთდროულად მოქმედების შემთხვევაში ნორმატივის შესასრულებლად საჭირო დრო გამოითვლება საწყისი დროის შესაბამის შესწორების კოეფიციენტზე თანმიმდევრული გამრავლებით.
მუხლი 10.
პირადი შემადგენლობის მიერ სპეციალურ დამცავ ტანსაცმელში ნორმატივების შესრულების დრო იზრდება 25%-ით, გარდა ნორმატივებისა, რომელთა შესრულება გათვალისწინებულია დაცვის საშუალებებით.
მუხლი 11.
იმ სახანძრო მანქანებზე, რომლებზეც შემწოვი მილყელი განლაგებულია წინ და გვერდით, ნორმატივის შესრულების დრო მუშა და მაგისტრალური ხაზების თითოეულ სახელოზე (ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ხაზზე) იზრდება 2 წამით, წყლის მიწოდების გათვალისწინებით – 5 წამით, ქაფის მიწოდების გათვალისწინებით – 7 წამით.
მუხლი 12.
იმ სახანძრო ავტოცისტერნებზე, რომლებზეც შემწოვი სახელო მოთავსებულია სპეციალურ ყუთში, ხოლო გასაშლელ კიბეს გააჩნია დამატებითი სამაგრები, ნორმატივის შესრულების დრო იზრდება 12 წამით.
მუხლი 13.
სახანძრო ტექნიკასთან ჩასატარებელ მოქმედებებზე ნორმატივების შესრულებამდე წვრთნაში მონაწილე პირები დგებიან მწყობრში წინა თვლებთან ავტომობილის ნებისმიერი მხრიდან (მწყობრში მიმმართველი უკანა თვლის ღერძის საპირისპიროდ), ამასთან, ძრავა მუშაობს დაბალ ბრუნზე, სახანძრო-ტექნიკური საშუალებები (სამაშველო მოწყობილობები) დამაგრებულია, სახანძრო სახელოები დახვეული ან დაკეცილი, ხოლო ნაკვეთურების კარებები დაკეტილია.
მუხლი 14.
ძრავის გაშვებასთან დაკავშირებული ნორმატივების შესრულებისას საჭიროა ძრავის გახურება ექსპლუატაციის ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად და გარემოს ტემპერატურის გათვალისიწინებით (+500C და ნაკლები).
მუხლი 15.
სახანძრო ავტომობილის წყლის წყაროზე დაყენებისას უკანა სახელოს კოჭა საჭიროებისდამიხედვით წინასწარ იხსნება. ტუმბოს შემწოვი მილყელი განთავსდება სახანძრო ჰიდრანტიდან 3 მეტრის დაშორებით და ჰიდრანტის ხუფი იხსნება.
მუხლი 16.
ავტოკიბის გაშლისას 30 მეტრ და მეტ სიმაღლეზე ბოლო მუხლი უნდა დაეყრდნოს შენობის კონსტრუქციას.
მუხლი 17.
პირადი შემადგენლობა, რომელსაც არ გააჩნია მუშაობის საკმარისი გამოცდილება, სახანძრო კიბეზე ასვლის ნორმატივებს ასრულებს სპეციალური დამცავი მოწყობილობების (საშუალებების) გამოყენებით.
მუხლი 18.
ნორმატივები სრულდება რეზინის ჩექმებსა და ხელჯაგებში, თუ მათი შესრულება საჭიროებს ელექტრომოწყობილობების გამოყენებას.
მუხლი 19.
ნორმატივების შესრულებისას მელულეების პოზიცია განისაზღვრება გაყვანილი სახელოს ხაზის სიგრძის ტოლი მანძილით (განისაზღვრება ნორმატივის შესრულებამდე), თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული პირობებით. შედეგი ფიქსირდება რიგით ბოლო მელულის მიერ პოზიციის ხაზის გადაკვეთისას, ან უკანასკნელი ოპერაციის, ან ბოლო ლულაში (ლულებში) ცეცხლმაქრი საშუალებების გამოჩენის მიხედვით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული პირობებით.
მუხლი 20.
პირადი შემადგენლობის, გათვლის, მორიგე ცვლის მიერ ნორმატივის შესრულების შეფასება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო და საავარიო–სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ნორმატივების შესრულების პირობებისა და ნორმების (დანართი №3) გათვალისწინებით, განისაზღვრება:
ა) „ ფრიადით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ნორმატივი შეასრულა სათანადოდ, სრული მოცულობით და აღნიშნული შეფასებისათვის განსაზღვრულ დროში;
ბ) „ კარგით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ნორმატივი შეასრულა სათანადოდ, სრული მოცულობით და აღნიშნული შეფასებისათვის განსაზღვრულ დროში;
გ) „ დამაკმაყოფილებელით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ნორმატივი შეასრულა სათანადოდ, სრული მოცულობით და აღნიშნული შეფასებისათვის განსაზღვრულ დროში;
დ) „ არადამაკმაყოფილებელით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ვერ შეასრულა ნორმატივი დადებითი შეფასებისათვის განსაზღვრულ დროში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.
მუხლი 21.
თანამშრომლის ინდივიდუალური შეფასება რამდენიმე ნორმატივის შესრულებისათვის და დანაყოფის შეფასება მორიგე ცვლის, გათვლის შემადგენლობაში ნორმატივების შესრულებისათვის განისაზღვრება თითოეული ნორმატივის შესრულებისათვის მიღებული შეფასებების მიხედვით და არის:
ა) „ ფრიადი“ – თუ შემოწმებული ნორმატივების ნახევარზე მეტის შესრულება შეფასდა როგორც „ ფრიადი“, ხოლო დანარჩენი – „ კარგი“;
ბ) „ კარგი“ – თუ შემოწმებული ნორმატივების ნახევარზე მეტის შესრულება შეფასდა როგორც „ კარგი”, ხოლო დანარჩენი – „ დამაკმაყოფილებელი“;
გ) „ დამაკმაყოფილებელი“ – თუ შემოწმებული ნორმატივების არანაკლებ 70% შეფასდა დადებითი ნიშნით, ხოლო სამი ნორმატივით შეფასების შემთხვევაში უნდა შესრულდეს ორი, ამასთან, ერთ-ერთი შეფასდეს როგორც „ კარგი“ ან „ ფრიადი”.
მუხლი 22.
მორიგე ცვლის, გათვლის მიერ ცალკეული ნორმატივების შესრულების შეფასება ხორციელდება თანამშრომელთა ინდივიდუალური შეფასებების მიხედვით და განისაზღვრება:
ა) „ ფრიადით“ – თუ თანამშრომლების არანაკლებ 100%-მა მიიღო დადებითი ნიშნები, ამასთან, 50%-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო „ ფრიადი“;
ბ) „ კარგით“ – თუ თანამშრომლების არანაკლებ 100%-მა მიიღო დადებითი ნიშნები, ამასთან, 50 %-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო შეფასება „ ფრიადი“ ან „ კარგი“;
გ) „ დამაკმაყოფილებელით“ – თუ თანამშრომლების არანაკლებ 90%-მა მიიღო დადებითი ნიშნები.
მუხლი 23.
მორიგე ცვლის, გათვლის შემადგენლობაში და ინდივიდუალური ნორმატივების შესრულების შემოწმებისას დანაყოფის საერთო შეფასება ნორმატივების შესრულებისათვის განისაზღვრება:
ა) „ ფრიადი“ – თუ პირველი ნიშანია „ ფრიადი“, ხოლო მეორე – არანაკლებ „ კარგი“;
ბ) „ კარგი“ – თუ პირველი ნიშანია „ კარგი“, ხოლო მეორე – არანაკლებ „ დამაკმაყოფილებელი“;
გ) „ დამაკმაყოფილებელი“ – თუ ორივე ნიშანი არ არის „ დამაკმაყოფილებელზე” ნაკლები.
მუხლი 24.
შესწორების კოეფიციენტები, რომლებიც ითვალისწინებს ზამთრის პირობებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას, გარემოს ტემპერატურის ზემოქმედებას, ასაკისა და ვარჯიშების შესრულების ფაქტორების ზემოქმედებას, მოყვანილია №2 დანართში, ხოლო სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ნორმატივების შესრულების პირობები და ნორმები - №3 დანართში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.
მუხლი 25.
1. ,,სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 23-ე მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნორმატივების შესრულება მოწმდება ინსპექტირების ჩატარებისას, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემაჯამებელი შემოწმებების დროს, აგრეთვე გეგმურ და საკონტროლო მეცადინეობებსა და სწავლებებზე.
ცალკეული ნორმატივები და მათი შეფასების კრიტერიუმები ასევე გამოიყენება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით მსმენელთა პრაქტიკული სწავლებისას, შესაბამის საგანში გამოცდის ან ჩათვლის დროს.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის №1.1; 2.1; 3.2; 4.3; 7.7; 7.8; 9.3; 10.3; 10.4; 12.2; 13.4 პუნქტებში მოყვანილი ნორმატივების შესრულება სავალდებულოა შემოწმდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ინსპექტირების, შემაჯამებელი შემოწმებების და საკონტროლო მეცადინეობების დროს. ნორმატივი შეიძლება შესრულდეს რამდენჯერმე, მაგრამ არა უმეტეს სამი ჯერისა. ნორმატივის შესრულების შეფასება განისაზღვრება საუკეთესო შედეგის მიხედვით.
3. სასწავლო წლის დასაწყისში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების, საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დანაყოფებში პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებაზე, ადგენენ წლის მანძილზე შესასრულებელი ნორმატივების ნუსხას სამსახურებრივი ფუნქციების, აღჭურვილობის და დასაცავი ორგანიზაციის ოპერატიულ-ტექნიკური თავისებურებების გათვალისწინებით. შესასრულებელი ნორმატივების ნუსხა მტკიცდება დანაყოფების მართვის ორგანოს და დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ.
პირადი შემადგენლობისათვის ნორმატივებით გათვალისწინებული ვარჯიშები ტარდება დღის განაწესის და სასწავლო განრიგის შესაბამისად ინდივიდუალურად ან გათვლის, მორიგე ცვლის შემადგენლობაში, არანაკლებ ერთხელ, ორი სამორიგეო დღე–ღამის მანძილზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.
დანართი №2
ცხრილი 1
კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ზამთრის პირობებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას
| თოვლის საფარის სიმაღლე, სმ | 0 | 10 | 20 | 30 | 40 | 50 | 60 | 70 | 80 |
| კოეფიციენტი | 1,1* | 1,4 | 1,8 | 2,2 | 2,6 | 3,2 | 3,9 | 4,7 | 5,7 |
| კოეფიციენტი | 1,2** |
|
|
|
|
|
|
|
|
* ზამთრის პერიოდში ასფალტზე თოვლის (ყინულის) გარეშე.
** ზამთრის პერიოდში დატკეპნილ თოვლზე.
ცხრილი 2
კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოს ტემპერატურის ზემოქმედებას
| ტემპერატურა, 0 C | 0- (+25) | +30 | +35 | +40 | +50 |
| კოეფიციენტი | 1,0 | 1,1 | 1,2 | 1,35 | 1,45 |
ცხრილი 3
კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ასაკს
| ასაკობრივი ჯგუფები* | 30-მდე | 31-35 | 36-40 | 41-45 | 46-50 | 51 და მეტი |
| კოეფიციენტი | 1,0 | 1,1 | 1,3 | 1,4 | 1,5 | 1,8 |
* ნორმატივის შესრულებისას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის თანამშრომელთა ჯგუფების მიერ, კოეფიციენტი მიიღება ნორმატივის შემსრულებლების საშუალო ასაკისათვის.
ცხრილი 4
კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ვარჯიშების შესრულების
ფაქტორების ზემოქმედებას
| № | ნორმატივების შესრულების ფაქტორები |
|
| 1 | ღამის საათები | 1,6 |
| 2 | ღამის საათები მთვარის ან ქუჩის განათების პირობებში | 1,1 |
| 3 | ზაფხულში, დღის საათებში, გრუნტის ნიადაგზე | 1,1 |
| 4 | სასუნთქი ორგანოების დაცვით არადაკვამლიანებულ ატმოსფეროში* | 1,5 |
| 5 | კიბეების გამოყენებით ნორმატივებისათვის ზამთრის პირობებში | 1,3 |
| 6 | ერთ წლამდე სტაჟის მქონე პირადი შემადგენლობისათვის (ინდივიდუალური ნორმატივების შესრულებისას) | 1,1 |
* გარდა ნორმატივებისა, რომელთა შესრულება ითვალისწინებს დაცვის საშუალებების გამოყენებას.
დანართი 3
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №144 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.
სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო და საავარიო - სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ნორმატივების შესრულების
პირობები და ნორმები
1. სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის ჩაცმა
| № | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | |||||||||||||||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | ||||||||||||||||
| 1.1 | სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმა და აღჭურვა | 1. სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა დაწყობილია ნებისმიერი ხერხით. ქამარი კარაბინით და ბუდეში მოთავსებული სახანძრო ნაჯახით დევს ტანსაცმლის ქვეშ, ბრეზენტის ხელჯაგები - ქურთუკის ჯიბეებში, ჯიბეების არარსებობის შემთხვევაში - ქამრის ქვეშ . 2. მეხანძრე - მაშველი დგას პირისახით სპეციალური ტანსაცმლი სა და აღჭურვილობიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა ჩაცმულია, ქურთუკი შეკრულია ყველა ღილზე, ქამარი შეკრულია და ჩატანებულია ბალთაში . | ||||||||||||||||
| ინდივიდუალურად | 21 | 24 | 27 | |||||||||||||||
| ათეულის შემადგენლობაში | 23 | 26 | 29 | |||||||||||||||
| 1.2 | თბოამრეკლი კოსტიუმის ჩაცმა | 70 | 75 | 80 | 1. კოსტიუმი ამოღებულია ტომრიდან და დევს მაგიდაზე (თაროზე) . 2. მეხანძრე - მაშველი დგას პირისახით ფორმის ტანსაცმლისა და აღჭურვილობიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: კომბინიზონი ჩაცმულია და დამაგრებულია მხრის ღვედებით, მოლითონებული ქსოვილის ქურთუკი ჩაცმულია და შეკრულია ყველა ღილზე. ჩაფხუტ - ნიღაბი ჩამოცმულია ჩაჩქანზე და შეკრულია, ხელჯაგები ჩაცმულია . | |||||||||||||
| 1.3 | თბოამრეკლი კოსტიუმის ჩაცმა სასუნთქი აპარატით | სისწორეზე | 1. მეხანძრე-მაშველი ფორმის ტანსაცმელში ორ ასისტენტთან ერთად დგას 1 მ დაშორებით მომზადებული კოსტიუმიდან 2. კომბინ ე ზონის შარვლის და ჩექმების ჩაცმა . 3. სასუნთქი აპარატის ჩაცმა . 4. კომბინ ე ზონის ზედა ნაწილის ჩაცმა, მომჭერი ქამრის შეკვრა, შეუკრავი რჩება ერთი ზედა მომჭერი ქამარი . 5. სასუნთქი აპარატის შემოწმება ან ბალონის ვენტილის ბოლომდე გახსნა , სასუნთქ აპარატში ჩართვა , სახანძრო ჩაჩქანის დახურვა . ამოცანის დასრულება: კომბინიზონი, ხელჯაგები ჩაცმულია, ქამარი შეკრულია . | |||||||||||||||
|
2. შეკრება და გასვლა განგაშის სიგნალზე, ავტომობილში ჩასხდომით ავტოფარეხის ჭიშკრის გარეთ | ||||||||||||||||||
| № | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | |||||||||||||||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | ||||||||||||||||
| 2.1 | შეკრება და გასვლა განგაშის სიგნალზე (ავტომობილში ჩასხდომით ავტოფარეხ ის ჭიშკრ ი ს გარეთ) | 1. სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა დაწყობილია N 1.1 ნორმატივის შესრულების პირობის მსგავსად . 2. მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობა იმყოფება მორიგე ცვლის სათავსში . მანქანაში ჩასხდომა წარმოებს სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის ჩაცმის შემდეგ . დასაშვებია სპეციალური ტანსაცმლის შეკვრა და სახანძრო ქამრის შემორტყმა ავტო მო ბილის კაბინაში . ამოცანის დასრულება: ავტომობილი დგას ავტოფარეხ ის ჭიშკრის გარეთ, გათვლის პირადი შემადგენლობა იმყოფება ავტომობილში. კარები მიხურულია . შედეგი ფიქსირდება ავტომობილის უკანასკნელი კარების დაკეტვის მომენტში . შენიშვნა: ავტომობილებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ საჰაერო ვაკუუმსისტემის მქონე სამუხრუჭე სისტემები, ნორმატივით განსაზღვრული დრო იზრდება 6 წმ . | ||||||||||||||||
| გათვლა | 30 | 34 | 38 | |||||||||||||||
| მორიგე ცვლა ორი ან მეტი გათვლის შემადგენლობით | 34 | 38 | 42 | |||||||||||||||
|
3. მოქმედებები გამდენი სახანძრო სახელოებით | ||||||||||||||||||
| № | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | |||||||||||||||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | ||||||||||||||||
| 3.1 | 40 მ სიგრძის „ბ ” ლულიანი სახელოს ხაზის გაყვანა ჰიდრანტზე დაყენებული სვეტიდან
| 15 | 17 | 19 | სახანძრო ინვენტარი განთავსებულია სვეტიდან 1 მ დაშ ორებით. მეხანძრე-მაშველი დგას ინვენტართან . ამოცანის დასრულება: სახელოს ხაზი გაყვანილია, ლულა მიერთებულია სახელოზე, მეხანძრე-მაშველი თავის პოზიციაზეა . | |||||||||||||
| 3.2 | 77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა ერთი მეხანძრე-მაშველის მიერ: | დახვეული სახელოები ჩალაგებულია სახანძრო ავტომობილის ნაკვეთურებში . ამოცანის დასრულება: ხაზი (განშტოებების გარეშე) აწყობილია და მიერთებულია ტუმბოს სადაწნეო მილყელზე, მელულე პოზიციაზეა .
| ||||||||||||||||
| 3 სახელო | 45 | 50 | 55 | |||||||||||||||
| 4 სახელო | 70 | 80 | 90 | |||||||||||||||
| 3.3 | 77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა ორ ი მეხანძრე-მაშველის მიერ : | |||||||||||||||||
| 5 სახელო | 65 | 70 | 75 | |||||||||||||||
| 6 სახელო | 70 | 80 | 90 | |||||||||||||||
| 3.4 | 77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა სამი მეხანძრე-მაშველის მიერ: | |||||||||||||||||
| 6 სახელო | 40 | 45 | 50 | |||||||||||||||
| 7 სახელო | 65 | 70 | 75 | |||||||||||||||
|
4. მოქმედებები გადარჩენის საშუალებებით | ||||||||||||||||||
| № | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | |||||||||||||||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | ||||||||||||||||
| 4.1 | ორმაგი მაშველი მარყუჟის შეკვრა გადასარჩენ ადამიანზე მიბმის გარეშე | 6 | 7 | 8 | მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრე-მაშველის მხარზე გადაკიდებულ ღვედებიან შალითაში, თოკის ბოლო (50 სმ სიგრძეზე) მეხანძრე-მაშველს უ კავია ხელში . ამოცანის დასრულება: მაშველი მარყუჟი შეკრულია . | |||||||||||||
| 4.2 | ორმაგი სამაშველო მარყუჟის შეკვრა გადასარჩენ ადამიანზე მიბმით | 21 | 25 | 29 | 1. მეხანძრე-მაშველი დგას 1 მ დაშორებით გადასარჩენი ადამიანისაგან, რომელიც წევს ზურგზე . 2. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრე-მაშველის მხარზე გადაკიდებულ ღვედებიან შალითაში, თოკის ბოლო (50 სმ სიგრძეზე) მეხანძრე-მაშველს უ კავია ხელში . ამოცანის დასრულება: მაშველი მარყუჟი შეკრულია, მიბმულია გადასარჩენ ადამიანზე, თოკის გრძელი ბოლო დახვეულია კარაბინზე . | |||||||||||||
| 4.3 | მაშველი თოკის დამაგრება შენობის კონსტრუქციაზე (4 ხერხიდან ერთ-ერთი) | 4 | 5 | 6 | 1. მეხანძრე-მაშველი დგას კონსტრუქციაზე თოკის მიმაგრების ადგილიდან 1 მ დაშორებით . 2. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრე-მაშველის მხარზე გადაკიდებულ ღვედებიან შალითაში, თოკის ბოლო (50 სმ სიგრძეზე) მეხანძრე-მაშველს უ კავია ხელში . ამოცანის დასრულება: თოკი დამაგრებულია კონსტრუქციაზე, მარყუჟი საიმედოდ შეკრულია . | |||||||||||||
| 4.4 | 30 (50) მ სიგრძის მაშველი თოკის დაგორგვლა | სისწორეზე (არა უმეტეს 10/20 წთ) | მეხანძრე-მაშველი დგას 1 მ დაშორებით დაშლილი თოკიდან და მისი ერთი ბოლო უკავია ხელში . ამოცანის დასრულება: თოკი დახვეულია გორგლისებურად და მოთავსებულია შალითაში, თოკის თავისუფალი ბოლო ჩატანებულია გორგალში . | |||||||||||||||
|
5. მოქმედებები ალპინისტური აღჭურვილობით | ||||||||||||||||||
| № | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | |||||||||||||||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | ||||||||||||||||
| 5.1 | ბულინის კვანძის შეკვრა საყრდენი წერტილის გამოყენებით | 13 | 16 | 20 | მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილი, დალაგებული თოკიდან და საყრდენი წერტილიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: ბულინის კვანძი დაზღვეულია და შეკრულია საყრდენ წერტილზე . | |||||||||||||
| 5.2 | თოკის ბოლოზე „ რვიანი” კვანძის შეკვრა | 10 | 13 | 17 | მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილი და დალაგებული თოკიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: „ რვიანი” კვანძი შეკრულია თოკის ბოლოზე . | |||||||||||||
| 5.3 | ერთნაირი დიამეტრის თოკების გადაბმა ორმაგი მეთევზის კვანძის გამოყენებით | 16 | 19 | 23 | მეხანძრე-მაშველი დგას ორი ერთნაირი დიამეტრის გაშლილი და დალაგებული თოკიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: ორმაგი მეთევზის კვანძი შეკრულია . | |||||||||||||
| 5.4 | სხვადასხვა დიამეტრის თოკების გადაბმა შემხვედრი „ რვიანი” კვანძის გამოყენებით | 28 | 31 | 35 | მეხანძრე-მაშველი დგას ორი სხვადასხვა დიამეტრის გაშლილი და დალაგებული თოკიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: შემხვედრი “რვიანი” კვანძი შეკრულია . | |||||||||||||
| 5.5 | „ უზანგი” კვანძის გამოყენება კარაბინზე ჩაბნევით | 5 | 7 | 9 | მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილი, დალაგებული თოკიდან და კარაბინიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: „ უზანგი” კვანძი ჩაბნეულია კარაბინზე . | |||||||||||||
| 5.6 | „ იტალიური” კვანძის გამოყენება
| სისწორეზე (არაუმეტეს 50) | მეხანძრე-მაშველი დგას ფანჯარასთან მორგებული
ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით დგას მიწაზე . | |||||||||||||||
| 5.7 | „ პრუსიკი” კვანძის თოკზე შეკვრა | 12 | 15 | 19 | მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილი, დალაგებული და მცირე დიამეტრის თოკებიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: “პრუსიკი” კვანძი შეკრულია თოკზე . | |||||||||||||
| 5.8 | სამაშველო თოკის ახვევა და მარკირება (ერთ-ერთი მეთოდი) | სისწორეზე | მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილ, დალაგებულ თოკთან და მისი ერთი ბოლო უ კავია ხელში . ამოცანის დასრულება: თოკი ახვეულია და მარკირებული . | |||||||||||||||
| 50 მ | არა უმეტეს 125 | |||||||||||||||||
| 100 მ | არა უმეტეს 305 | |||||||||||||||||
| 5.9 | მაშველის უსაფრთხოების ღვედის (ერთ-ერთი ტიპის) მორგება | სისწორეზე (არა უმეტეს 180) | მეხანძრე-მაშველი დგას უსაფრთხოების ღვედიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: უსაფრთხოების ღვედი მორგებულია . | |||||||||||||||
| 5.10 | მაშველის უსაფრთხოების ღვედზე პირადი დაზღვევის შექმნა (ერთ-ერთი ვარიანტი) | სისწორეზე (არა უმეტეს 120) | მეხანძრე-მაშველი დგას მორგებული უსაფრთხოების ღვედით დამხმარე თოკიდან, კარაბინებიდან და მცირე თოკიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: პირადი დაზღვევა შ ე ქმნილია, ჩაბმულია უსაფრთხოების ღვედში, კარაბინები შეკრულია . | |||||||||||||||
| 5.11 | ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენებით თოკზე ასვლა (ერთ-ერთი ვარიანტი) | სისწორეზე (არა უმეტეს 180) | მეხანძრე-მაშველი დგას სასწავლო კოშკთან მორგებული ალპინისტური აღჭურვილობით თოკიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი შეეხო სასწავლო კოშკის მესამე სართულის იატაკს . | |||||||||||||||
| 5.12 | ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენებით თოკზე დაშვება (ერთ-ერთი ვარიანტი) | სისწორეზე
| მეხანძრე-მაშველი დგას სასწავლო კოშკის მესამე სართულის ფანჯარასთან მორგებული ალპინისტური აღჭურვილობით თოკიდან და ხელსაწყოებიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი შეეხო მიწას ორივე ფეხით . | |||||||||||||||
| „ რვიანი “ | არა უმეტეს 60 | |||||||||||||||||
| „ დესანდიორი “ | არა უმეტეს 90 | |||||||||||||||||
| 5.13 | სამაშველო სამკუთხედის გამოყენება | სისწორეზე (არა უმეტეს 90) | მეხანძრე-მაშველი დგას სამაშველო სამკუთხედიდან, კარაბინიდან და დაზარალებულიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: სამაშველო სამკუთხედი მორგებულია დაზარალებულზე, კარაბინი შეკრულია . | |||||||||||||||
| 5.14 | სამაშველო საკაცის მომზადება (ერთ-ერთი ვარიანტი)
| სისწორეზე (არა უმეტეს 180) | მეხანძრე-მაშველი დგას დაშლილი, დალაგებული საკაციდან, დამხმარე თოკებიდან და კარაბინებიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: საკაცე აწყობილია, დაზღვეულია, მზად არის სისტემაში ჩასაბმელად . | |||||||||||||||
|
6. წყალზე სამაშველო მოქმედებები | ||||||||||||||||||
| № | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | |||||||||||||||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | ||||||||||||||||
| 6.1 | სამაშველო რგოლის გამოყენება | სისწორეზე (არა უმეტეს 20) | მეხანძრე-მაშველი დგას სამაშველო რგოლიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: რგოლი არის დაზარალებულთან . | |||||||||||||||
| 6.2 | წყლის თოკის და სასროლი ჩანთის გამოყენება | სისწორეზე (არა უმეტეს 120) | მეხანძრე-მაშველი დგას ჩანთიდან და ამოლაგებული თოკიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: თოკი არის დაზარალებულთან . | |||||||||||||||
| 6.3 | წყლის ჟილეტის (ერთ-ერთი ტიპი) გამოყენება
| სისწორეზე (არა უმეტეს 150) | მეხანძრე-მაშველი დგას წყლის ჟილეტიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: ჟილეტი მორგებულია მეხანძრე-მაშველზე . | |||||||||||||||
| 6.4 | ნავის მ ომ ზადება (ერთ-ერთი ტიპის) ჯგუფური , 5 მეხანძრე-მაშველის მონაწილეობით | სისწორეზე
| მეხანძრე-მაშველები დგანან დაშლილი ნავიდან 1 მ დაშორებით . ამოცანის დასრულება: ნავი არის გამართული . | |||||||||||||||
|
7. მოქმედებები სახანძრო კიბეებით | ||||||||||||||||||
| № | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | |||||||||||||||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | ||||||||||||||||
| 7.1 | სტაციონარული კიბით მოცემულ სიმაღლეზე ასვლა: | მეხანძრე-მაშველი დგას სტაციონარულ კიბესთან, ორივე ხელით ეხება კიბის ჩანებს, მარჯვენა (მარცხენა) ფეხი დადგმული აქვს კიბის პირველ საფეხურზე . ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი დგას ორივე ფეხით მოცემულ სიმაღლეზე, მიმაგრებულია კარაბინით კიბის საფეხურზე . შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მომენტის მიხედვით . შენიშვნა: თუ სტაციონარული კიბე მიწას არ ს წვდება, მას მიედგმება ჯოხ - კიბე, ნორმატივის შესრულების დრო იზრდება 5 წამით . | ||||||||||||||||
| 8 მ | 8 | 10 | 12 | |||||||||||||||
| 12 მ | 12 | 14 | 16 | |||||||||||||||
| 16 მ | 17 | 20 | 23 | |||||||||||||||
| 20 მ | 24 | 28 | 32 | |||||||||||||||
| 7.2 | მშრალი სახელოს ხაზზე შეერთებული „ ბ” ლულით სტაციონარულ კიბეზე ასვლა: | 1. მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან. სახელოს ხაზი დაშლილია და დევს მის ფეხებთან, შემაერთებელი თავ აკ ები შეერთებულია, ხაზის ერთი ბოლო მიერთებული ლულით გადაკიდებულია მარცხენა მხარზე, ლულით ზურგისკენ . 2. ასვლისას სახელოს ხაზი ლულით გადაკიდებულია მარცხენა მხარზე, სახელოს ხაზი მოქცეულია ფეხებს შორის . ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით დგას მოცემულ სიმაღლეზე, კარაბინით მიმაგრებულია კიბის საფეხურზე, სახელოს ხაზი დამაგრებულია საკავით . შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მომენტის მიხედვით . შენიშვნა: ჯოხ-კიბის გამოყენებისას დრო იზრდება 5 წამით . | ||||||||||||||||
| 8 მ | 15 | 17 | 19 | |||||||||||||||
| 12 მ | 22 | 25 | 28 | |||||||||||||||
| 16 მ | 30 | 34 | 38 | |||||||||||||||
| 20 მ | 39 | 44 | 49 | |||||||||||||||
| 7.3 | ავტოკიბეზე ასვლა, რომელიც გაშლილია: | ავტოკიბე დგას და გაშლილია მოცემულ სიმაღლეზე 700 დახრის კუთხით, მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან . ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველმა მიაღწია მოცემულ სიმაღლეს და კარაბინით დაფიქსირდა კიბის ბოლოსწინა საფეხურზე . შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მომენტის მიხედვით . შენიშვნა: ჯოხ-კიბის გამოყენებისას დრო იზრდება 5 წამით . | ||||||||||||||||
| 15 მ | 13 | 15 | 17 | |||||||||||||||
| 20 მ | 21 | 24 | 27 | |||||||||||||||
| 25 მ | 27 | 30 | 33 | |||||||||||||||
| 30 მ | 32 | 36 | 40 | |||||||||||||||
| 35 მ | 38 | 43 | 48 | |||||||||||||||
| 40 მ | 45 | 50 | 55 | |||||||||||||||
| 45 მ | 54 | 60 | 66 | |||||||||||||||
| 50 მ | 63 | 70 | 77 | |||||||||||||||
| 7.4 | მშრალი სახელოს ხაზზე მიმაგრებული “ბ” ლულით ავტოკიბეზე ასვლა მოცემულ სიმაღლეზე: | მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან. სახელოს ხაზი დაშლილია და დევს მის ფეხებთან, შემაერთებელი თავ აკ ები შეერთებულია, ხაზის ერთი ბოლო მიერთებული ლულით გადაკიდებულია მარცხენა მხარზე, ლულით ზურგისკენ . ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველმა მიაღწია მოცემულ სიმაღლეს და კარაბინით დაფიქსირდა კიბის ბოლოსწინა საფეხურზე . შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მომენტის მიხედვით . | ||||||||||||||||
| 15 მ | 17 | 19 | 21 | |||||||||||||||
| 20 მ | 24 | 27 | 30 | |||||||||||||||
| 25 მ | 32 | 36 | 40 | |||||||||||||||
| 30 მ | 42 | 47 | 52 | |||||||||||||||
| 7.5 | საიერიშო კიბის გადატანა და ჩამოკიდება | 7 | 8 | 9 | კიბე მე-7 საფეხურით ეხება სასტარტო ზოლს (32 მ 25 სმ მანძილზე სასწავლო კოშკიდან). მეხანძრე-მაშველი დგას სასტარტო ზოლთან მოხერხებულ პოზიციაში, ხელებით და ფეხებით არ ეხება სასტარტო ზოლს . ამოცანის დასრულება: კიბე ჩამოკიდებულია სასწავლო კოშკის მე-2 სართულის რაფაზე კაკვის მთელ სიგრძეზე . შედეგი ფიქსირდება რაფის ზედაპირთან კაკვის შეხების მომენტის მიხედვით . | |||||||||||||
| 7.6 | ჩამოკიდებული საიერიშო კიბით სასწავლო კოშკის მე-4 სართულზე ასვლა | 20 | 22 | 24 | კიბე ჩამოკიდებულია სასწავლო კოშკის მე-2 სართულის რაფაზე. მეხანძრე-მაშველი მარცხენა ფეხით დგას პირველ საფეხურზე, ორივე ხელი უკავია ჩანზე . ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-4 სართულის იატაკს . შედეგი ფიქსირდება ორივე ფეხით იატაკთან შეხების მომენტის მიხედვით . | |||||||||||||
| 7.7 | საიერიშო კიბით სასწავლო კოშკის მე-4 სართულზე ასვლა | 28 | 32 | 36 | 1. კიბე მე-7 საფეხურით ეხება სასტარტო ზოლს (32 მ 25 სმ მანძილზე სასწავლო კოშკიდან). მეხანძრე-მაშველი დგას სასტარტო ზოლთან მოხერხებულ პოზიციაში, ხელებით და ფეხებით არ ეხება სასტარტო ზოლს . 2. კიბე დაკიდებულია სასწავლო კოშკის მე-4 სართულის ფანჯარაზე . ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-4 სართულის იატაკს . შედეგი ფიქსირდება ორივე ფეხით იატაკთან შეხების მომენტის მიხედვით . | |||||||||||||
| 7.8 | მიდგმული გასაშლელი კიბით სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაში ასვლა | 8 | 10 | 12 | გასაშლელი კიბე დამაგრებულია მე-7 საფეხურზე, პირველი ნომერი დგას კიბესთან, ხელი უკავია ჩანზე, მარცხენა ფეხი პირველ (მეორე) საფეხურზეა. მეორე ნომერი დგას კედელსა და კიბეს შორის, იჭერს კიბეს . ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-3 სართულის იატაკს . შედეგი ფიქსირდება ორივე ფეხით იატაკთან შეხების მომენტის მიხედვით . | |||||||||||||
| 7.9 | გასაშლელი კიბის მიდგმა სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაზე ავტომობილის გამოყენებით | სისწორეზე | 1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სასწავლო კოშკიდან 30 მ დაშორებული ავტომობილის სახურავზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მ ნიშნულს). სახელოს კოჭა მოხსნილია . 2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სასტარტო ზოლს უკან . ამოცანის დასრულება: გასაშლელი კიბე მოხსნილია, გადატანილი, დადგმული და დამაგრებულია მეშვიდე საფეხურზე. პირველი ნომერი დგას კიბიდან ნახევარ ნაბიჯში, სახით კიბისკენ, მეორე ნომერი - კიბესა და კედელს შორის. კიბის ჩანი მოთავსებულია სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაში, მეორე ნომერი იკავებს კიბეს პირველი მუხლის არამუშა ზედაპირის ჩანით და აბჯენს მას კოშკს, პირველი ნომერი აკავებს კიბეს ჩანის არამუშა ზედაპირით . შედეგი ფიქსირდება რაფაზე კიბის ჩან ი ს შეხების მომენტის მიხედვით . | |||||||||||||||
| 7.10 | გასაშლელი კიბის მიდგმა სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაზე ავტომობილის გამოყენების გარეშე | 15 | 18 | 21 | 1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დევს სასწავლო კოშკიდან 30 მეტრით დაშორებულ სასტარტო ზოლზე . 2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება სასტარტო ზოლს უკან, კიბესთან . ამოცანის დასრულება: გასაშლელი კიბე გადატანილია, დადგმულია და დამაგრებულია მე-7 საფეხურზე. პირველი ნომერი დგას კიბიდან ნახევარ ნაბიჯზე, სახით კიბისკენ, მეორე ნომერი - კიბესა და კედელს შორის. კიბის ჩანი მოთავსებულია სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაზე. მეორე ნომერი აკავებს კიბეს პირველი მუხლის არამუშა ზედაპირის ჩანით და აბჯენს მას კოშკს, პირველი ნომერი აკავებს კიბეს ჩანის არამუშა ზედაპირით . | |||||||||||||
| 7.11 | გასაშლელი კიბის მიდგმა სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაზე და ასვლა
| 26 | 30 | 34 | 1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სასწავლო კოშკიდან 30 მეტრით დაშორებული ავტომობილის სახურავზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მ ნიშნულს). სახელოს კოჭა მოხსნილია . 2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სასტარტო ზოლს უკან . ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-3 სართულის იატაკს . შედეგი ფიქსირდება იატაკთან მეორე ფეხით შეხების მომენტის მიხედვით . | |||||||||||||
| 7.12 | გასაშლელი კიბის მიდგმა და ასვლა სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაზე ავტომობილის გამოყენებით | სისწორეზე | 1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სასწავლო კოშკიდან 30 მეტრით დაშორებული ავტომობილის სახურავზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მ ნიშნულს). სახელოს კოჭა მოხსნილია . 2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სასტარტო ზოლს უკან . ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-3 სართულის იატაკს შედეგი ფიქსირდება იატაკთან ორივე ფეხით შეხების მომენტის მიხედვით . | |||||||||||||||
|
8. 100 - მეტრიანი ზოლის დაბრკოლებებით დაძლევა | ||||||||||||||||||
| შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | |||||||||||||||||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | ||||||||||||||||
| 25 | 28 | 31 | მეხანძრე-მაშველი ლულით ხელში დგას სასტარტო ზოლთან (ლულის მდგომარეობა ნებისმიერია) . ამოცანის დასრულება: დაბრკოლებები გადალახულია, დისტანცია დასრულებულია; ლულა მიერთებულია სახელოს ხაზთან, სახელოები შეერთებულია და მიერთებულია განშტოებაზე . | |||||||||||||||
9. ტუმბო–სახელოების სისტემების გაშლა
| N | სახელოების რაოდენობა ( n ), დიამეტრით ( d ) | გათვლა, მეხანძრე–მაშველი | შეფასება დროის მიხედვით, წამი | გაშლის სქემა და ნორმატივის შესრულების პირობები | |||||||||||||
| n მ /d მ | n1/d1 | n2/d2 | ფრიადი | კარგი |
დამაკმაყოფილებელი | ||||||||||||
| 9.1 | ავტოცისტერნის დაყენება სახა ნ ძრო ჰიდრანტზე | ავტოცისტერნა (ტუმბო–სახელოს ავტომობილი) დგას ჰიდრანტთან . ამოცანის დასრულება: სვეტი ბოლომდე არის ჩახრახნილი ჰიდრანტის დგარზე, შემწოვი სახელოები მიერთებულია . ფრჩხილებში მითითებულია დრო სადაწნეო მილყელიდან წყლის გაშვების გათვალისწინებით . | |||||||||||||||
| აც -40 (130) 63 ბ |
2
| 26(40) | 29(43) | 32(46) | |||||||||||||
| ევროპული მარკის ავტოცისტერნა | 32(36) | 35(39) | 38(42) | ||||||||||||||
| 9.2 | პირველადი დახმარების ავტოცისტერნის დაყენება სახა ნ ძრო ჰიდრანტზე | ავტომობილი დგას ჰიდრანტთან . ამოცანის დასრულება: სვეტი ბოლომდე არის ჩახრახნილი ჰიდრანტის დგარზე, შემწოვი სახელოები მიერთებულია . ფრჩხილებში მითითებულია დრო სადაწნეო მილყელიდან წყლის გაშვების გათვალისწინებით . | |||||||||||||||
| _ | _ | _ | 2 | 30(35) | 35(40) | 40(45) | |||||||||||
| 9.3 | ავტოცისტერნის დაყენება წყალსაცავზე | ავტოცისტერნა (ტუმბო–სახელოს ავტომობილი) დგას წყალსაცავთან, დაკომპლექტებულია შემწოვი სახელოებით (2 შემწოვი სახელოთი, თითოეული 4 მეტრი) . ამოცანის დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწყობილია, შემწოვი ბადის თოკი დაშლილია. თოკის თავისუფალი ბოლო მიმაგრებულია კონსტრუქციაზე ან შემწოვ სახელოზე . ფრჩხილებში მითითებულია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით .
| |||||||||||||||
| აც -40 (130) 63 ბ | 2 | 39(75) | 45(82) | 52(88) | |||||||||||||
| ავტოცისტერნა კამაზის შასიზე | 56(92) | 62(99) | 69(105) | ||||||||||||||
| ევროპული მარკის ავტოცისტერნა | 47(83) | 53(90) | 60(96) | ||||||||||||||
| 9.4 | ავტოცისტერნის დაყენება წყალსაცავზე | ავტოცისტერნა (ტუმბო–სახელოს ავტომობილი) დგას წყალსაცავთან, დაკომპლექტებულია შემწოვი სახელოებით (4 შემწოვი სახელოთი, თითოეული 2 მეტრამდე) . ამოცანის დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწყობილია, შემწოვი ბადის თოკი დაშლილია, თოკის თავისუფალი ბოლო მიმაგრებულია კონსტრუქციაზე ან შემწოვ სახელოზე . ფრჩხილებში მითითებულია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით .
| |||||||||||||||
| აც -40 (130) 63 ბ | 2 | 72(110) | 80(121) | 88(132) | |||||||||||||
| ავტოცისტერნა კამაზის შასიზე | 99(137) | 107(149) | 123(160) | ||||||||||||||
| ევროპული მარკის ავტოცისტერნა | 79(116) | 88(128) | 93(140) | ||||||||||||||
| 9.5 | სახანძრო–სატუმბი სადგურის დაყენება წყალსაცავზე | სახანძრო სატუმბი სადგური დგას წყალსაცავთან . ამოცანის დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწყობილია, შემწოვი ბადის თოკი დაშლილია, თოკის თავისუფალი ბოლო მიმაგრებულია კონსტრუქციაზე ან შემწოვ სახელოზე . ფრჩხილებში მითითებულია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით .
| |||||||||||||||
| _ | _ | _ | 3 | 115(220) | 130(240) | 145(260) | |||||||||||
| 9.6 | მოტოპომპის დაყენება წყალსაცავზე | მოტოპომპა (ხელით გადასატანი) და ბადიანი შემწოვი სახელო განთავსებულია წყალსაცავთან. ძრავა არ მუშაობს. გათვლა ორი კაცის შემადგენლობით დგას 1 მ დაშორებით მოტოპომპისაკენ სახით . ამოცანის დასრულება: მოტოპომპა დაქოქილია, წყალი გამოჩნდა ტუმბოს სადაწნეო მილყელში .
| |||||||||||||||
|
|
|
| 2 | 45 | 50 | 55 | |||||||||||
| 9.7 | მისაბმელი მოტოპომპის დაყენება წყალსაცავზე | მოტოპომპა (მისაბმელი) დგას წყალსაცავთან, ძრავა არ მუშაობს. გათვლა ორი კაცის შემადგენლობით დგას 1 მ დაშორებით მოტოპომპისაკენ სახით . ამოცანის დასრულება: მოტოპომპა დაქოქილია, წყალი გამოჩნდა ტუმბოს სადაწნეო მილყელში .
| |||||||||||||||
|
|
|
| 2 | 70 | 80 | 90 | |||||||||||
| 9.8 | ავტოცისტერნიდან გაშლა ერთი “ბ” ლულის მიწოდებით | ავტოცისტერნა დგას მოედანზე . ამოცანის დასრულება: ძრავა გადართულია ტუმბოზე, სახელოს ხაზი გაყვანილია, შემაერთებელი თავ აკ ები შეერთებულია, მეხანძრე–მაშველი ლულით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან . ფრჩხილებში მითითებულია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით .
| |||||||||||||||
| აც -40 (130) 63 ბ | 2
| 11(17) | 12(19) | 13(21) | |||||||||||||
| _ | 2/51 | _ | |||||||||||||||
| _ | 3/51 | _ | 17(21) | 19(23) | 21(25) | ||||||||||||
| ავტოცისტერნა კამაზის შასიზე, ევროპული მარკის ავტოცისტერნა | 2 | 12(18) | 13(20) | 14(22) | |||||||||||||
| _ | 2/51 | _ | |||||||||||||||
| _ | 3/51 | _ | 18(22) | 20(24) | 25(29) | ||||||||||||
| 9.9 | ავტოცისტერნიდან გაშლა წყალსაცავზე (ჰიდრანტზე) დაყენებით და ერთი “ბ” ლულის მიწოდებით ერთი მაგისტრალური ხაზიდან | ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) . ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან), სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია, მეხანძრე–მაშველი ლულით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან . ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით .
| |||||||||||||||
| 3/77 | 2/51 | _
| 2 | 126 | 140 | 154 | |||||||||||
| 3-4 | 63(70) | 70(75) | 77(80) | ||||||||||||||
| 5-6 | 47(70) | 52(75) | 57(80) | ||||||||||||||
| 4/77 | 2/51 | _ | 2 | 126 | 140 | 154 | |||||||||||
| 3 | 67(70) | 75(75) | 83 | ||||||||||||||
| 4 | 63(70) | 70(75) | 77(80) | ||||||||||||||
| 5-6 | 54(70) | 62(75) | 68(80) | ||||||||||||||
| 6/77 | 2/51 | _ | 2 | 180 | 200 | 220 | |||||||||||
| 3 | 80 | 90 | 100 | ||||||||||||||
| 4 | 72 | 80 | 88 | ||||||||||||||
| 5-6 | 67(70) | 75(75) | 83 | ||||||||||||||
| 9.10 | ავტოცისტერნიდან გაშლა წყალსაცავზე (ჰიდრანტზე) დაყენებით და ორი “ბ” ლულის მიწოდებით ერთი მაგისტრალური ხაზიდან | ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) . ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან), სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია, მეხანძრე–მაშველი ლულით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან . ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით .
| |||||||||||||||
| 3/77 | 2/51 | 2/51 -66 | 3 | 67(70) | 75(75) | 83 | |||||||||||
| 4 | 63(70) | 70(75) | 77(80) | ||||||||||||||
| 5-6 | 47(70) | 52(75) | 57(80) | ||||||||||||||
| 5/77 | 2/51 | 2/51
-66 | 3 | 80 | 90 | 100 | |||||||||||
| 4 | 72 | 80 | 88 | ||||||||||||||
| 5-6 | 67(70) | 75(75) | 83 | ||||||||||||||
| 9.11 | ავტოცისტერნიდან გაშლა წყალსაცავზე (ჰიდრანტზე) დაყენებით და ორი “ბ” ლულის მიწოდებით ორი მაგისტრალური ხაზიდან | ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) . ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან), სახელოების ხაზები გაყვანილია და შეერთებულია, მეხანძრე–მაშველი ლულით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან . ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით .
| |||||||||||||||
| 3/77 | 2/51 -66 | _ | 4 | 100 | 110 | 120 | |||||||||||
| 5 | 72 | 80 | 88 | ||||||||||||||
| 6 | 67(70) | 75(75) | 83 | ||||||||||||||
| 5/77 | 2/51 -66 | _ | 4 | 160 | 180 | 200 | |||||||||||
| 5 | 135 | 150 | 165 | ||||||||||||||
| 6 | 110 | 125 | 140 | ||||||||||||||
| 9.12 | ავტოცისტერნიდან გაშლა ერთი “ბ” ლულის მიწოდებით ერთი მაგისტრალური ხაზიდან სასწავლო კოშკის მესამე სართულზე დადგმული გასაშლელი კიბის გამოყენებით | ავტოცისტერნა დგას მოედანზე . ამოცანის დასრულება: ძრავა გადართულია ტუმბოზე, ტუმბო შევსებულია წყლით, სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია, მუშა ხაზი დამაგრებულია სახელოს დამჭერით, განშტოება სასწავლო კოშკის ძირშია, შემაერთებელი თავაკები შეერთებულია, მელულე ლულით დგას სასწავლო კოშკის მე - 3 სართულზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან . ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით .
| |||||||||||||||
| 3/77 | 2/51 -66 | - | 3 | 81 | 91 | 100 | |||||||||||
| 4 | 72 | 80 | 88 | ||||||||||||||
| 5-6 | 67(70) | 75(75) | 83 | ||||||||||||||
| 9.13 | ავტოცისტერნიდან გაშლა წყალსაცავზე დაყენებით და გადასატანი ლაფეტის ლულიდან წყლის მიწოდებით | ავტოტუმბო (ტუმბო–სახელოს ავტომობილი) დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) . ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო–სახელოს ავტომობილი) დაყენებულია წყლის წყაროზე, სახელოს ხაზები გაყვანილია და შეერთებულია გადასატან ლაფეტის ლულასთან, მელულეები დგანან პოზიციებზე, მძღოლი - ტუმბოსთან . ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით . ჰიდრანტიდან წყლის აღებისას ტუმბოს წყლით შევსების დრო არ არის გათვალისწინებული .
| |||||||||||||||
| 5/77 | _ | _ | 4 | 100 | 110 | 120 | |||||||||||
| 5 | 90 | 100 | 110 | ||||||||||||||
| 6 | 54(70) | 60(75) | 66(80) | ||||||||||||||
| 7-9 | 45(70) | 50(75) | 55(80) | ||||||||||||||
| 10/77 | _ | _ | 4 | 225 | 250 | 275 | |||||||||||
| 5 | 205 | 225 | 245 | ||||||||||||||
| 6 | 117 | 130 | 143 | ||||||||||||||
| 7-9 | 110 | 120 | 130 | ||||||||||||||
| 9.14 | ავტოცისტერნიდან გაშლა მაღალი წნევი ს ტუმბოს გამოყენებით | მაღალი წნევის ტუმბოიანი ავტოცისტერნა დგას მოედანზე . ამოცანის დასრულება: ძრავა გადართულია ტუმბოზე, შლანგი კოჭადან გაყვანილია, მელულეები დგანან პოზიციებზე, მძღოლი – ტუმბოსთან .
| |||||||||||||||
| _ | _ | _ | 2 | 20 | 23 | 25 | |||||||||||
| 9.15 | ავტოცისტერნიდან წყლის მიწოდება ჰიდროელევატორის გამოყენებით | ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) . ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა დაყენებულია წყლის წყაროზე, ჰიდროელევატორი დაყენებულია, სახელოს ხაზები გაყვანილი და შეერთებულია , ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით . შენიშვნა: ჰიდროელევატორის მიწისქვეშა სართულებზე დაყენებისას, დაწყებული მეორე სართულიდან თითოეულ სართულზე დროს ემატება 10 წამი .
| |||||||||||||||
| 2/77 | 2/66 | - | 2 | 120 | 130 | 140 | |||||||||||
| 3 | 65 | 75 | 85 | ||||||||||||||
| 4 - 6 | 32(45) | 35(47) | 37(50) | ||||||||||||||
შენიშვნა : n მ /d მ - სახელოების რაოდენობა მაგისტრალურ ხაზზე / მაგისტრალური ხაზის სახელოების დიამეტრი
| 10. სახანძრო და საავარიო–სამაშველო საშუალებების გაშლა | |||||
| N | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | ||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | |||
| 10.1 | დისკოიანი ან ჯაჭვიანი ხერხის სამუშაოდ მომზადება | 18 | 19 | 20 | ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი . ამოცანის დასრულება: ხერხი მოხსნილია და აწყობილია . |
| 10.2 | ელექტროკვამლსაწოვის დაყენება, საკაბელო ხაზის 60 მ–ზე გაშლით და დენგამანაწილებელი ყუთის მოწყობით | 1. ნორმატივს ასრულებს გათვლა ექვსი მეხანძრე–მაშველის შემადგენლობით . 2. კვამლსაწოვი დაყენებულია, საკაბელო ხაზები მიერთებულია კვამლსაწოვთან, ავტომობილის გამანაწილებელ ფართან, დენგამანაწილებელ ყუთთან . შენიშვნა: საკაბელო ხაზის დაგრძელებასთან ერთად კაბელის ყოველ 2 მ–ზე იზრდება დროითი მაჩვენებელი 1 წმ–ით . | |||
| თითო–თითო ხისტი და რბილი სახელო | 100 | 110 | 120 | ||
| 2–2 ხისტი და რბილი სახელო | 130 | 150 | 170 | ||
| 10.3 | 18 მმ ფოლადის არმატურის გადაჭრა ელ ექტრო საჭრელი ხელსაწყოთი | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი 2. ხელსაწყო განთავსებულია მოედანზე არმატურის გადაჭრის ადგილიდან 6 მ დაშორებით ამოცანის დასრულება: არმატურა გადაჭრილია | |||
| BOSCH 2500 W | 50 | 55 | 60 | ||
| 10.4 | რკინა–ბეტონის კონსტრუქციებში არსებული არმატურის გადაჭრა ელ ექტრო საჭრელი ხელსაწყოთი | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი . 2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ და მიერთებულია ელექტროწყაროზე . ამოცანის დასრულება: არმატურა გადაჭრილია . | |||
| BOSCH 2500 W 14 მმ არმატურის ხუთჯერ გადაჭრა | 95 | 105 | 120 | ||
| 150 მმ მილის გადაჭრა | 550 | 600 | 720 | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი . 2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ და მიერთებულია ელექტროწყაროზე . ამოცანის დასრულება: მილი გადაჭრილია . | |
| 10.5 | ჰიდრავლიკური ხელსაწყოს აწყობა | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი . 2. სახაზო მილები შეერთებულია მოტოპომპაზე და ჰიდრავლიკურ ხელსაწყოზე . ამოცანის დასრულება: ძრავა და ჰიდრავლიკური ხელსაწყოები მოქმედებაში ა მოყვანილი . | |||
| ორტუმბოიანი ჰიდრავლიკური ხელსაწყო „ ლუკასის” სამუშაოდ მომზადება და თანმიმდევრობით აწყობა | სისწორეზე | ||||
| სამტუმბოიანი ჰიდრავლიკური ხელსაწყო „ ლუკასის” სამუშაოდ მომზადება და თანმიმდევრობით აწყობა | |||||
| 10.6 | H IT- 32 მექანიკური ჯალამბრის სამუშაოდ მომზადება | 1. ნორმატივს ასრულებს ორი მეხანძრე–მაშველი . 2. ჯალამბარი დაფიქსირებულია საყრდენი წერტილიდან 5 მ მანძილზე, ლითონის ბაგირი გაშლილია 20 მ და მოთავსებულია ჯალამბარში , ბაგირი ჩაბმულია ტვირთზე . ამოცანის დასრულება: სახელოები მოქმედებაშია მოყვანილი . | |||
| მექანიკური ჯალამბრის სამუშაოდ მომზადება | 240 | 260 | 280 | ||
| 10.7 | H IT-Trac 16 ძრავიანი ჯალამბრის სამუშაოდ მომზადება | 1. ნორმატივს ასრულებს ორი მეხანძრე–მაშველი . 2. ლითონის ბაგირი გაშლილია 20 მ და მოთავსებულია ჯალამბრის დოლებში, ბაგირი ჩაბმულია ტვირთზე ამოცანის დასრულება: ძრავა მოქმედება შია მოყვანილი . | |||
| ჯალამბრის დაფიქსირება და სამუშაოდ მომზადება | 170 | 180
| 190 | ||
| 10.8 | ტვირთის ასაწევი ჰაერის ბალიშების ( ZUMRO ) აწყობა | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი . 2. ორი ტვირთის ასაწევი ბალიში დაწნეხილია ჰაერით სტაბილურ წნევამდე (4 ატმ). მანძილი პულტსა და ბალიშებს შორის 10 მ . ამოცანის დასრულება: ხელსაწყო აწყობილია . | |||
| ტვირთის ასაწევი ბალიშების სრული აწყობა | 200 | 210 | 220 | ||
| 10.9 | განათების სისტემა T EKILE | 1. ნორმატივს ასრულებს ორი მეხანძრე–მაშველი . 2. განათების სისტემა აწყობილია თანმიმდევრობით. მანძილი გენერატორსა და განათების სისტემას შორის 20 მ . ამოცანის დასრულება: განათების სისტემა მიერთებულია გენერატორზე, ელექტროწყარო ჩართულია . | |||
| განათების სისტემის აწყობა | 140 | 150 | 160 | ||
| 10.10 | ბეტონის საბურღი და სანგრევი ელექტროხელსაწყო (HIL T I T E - 15) | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი . 2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ, მიერთებულია ელექტროწყაროზე . ამოცანის დასრულება: ბეტონის ფილა გახვრეტილია ჰორიზონტალურად . | |||
| 15 სმ ბეტონის ფილის გახვრეტა 18 მმ ბურღით (700 ბრ/წთ) | 210 | 240 | 250 | ||
| 10.11 | ბეტონის საბურღი და სანგრევი ელექტროხელსაწყო | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი . 2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ, მიერთებულია ელექტროწყაროზე . ამოცანის დასრულება: ბეტონის ფილა გახვრეტილია ჰორიზონტალურად . | |||
| BO SC H - 1300 W 20 სმ ბეტონის ფილის გახვრეტა 28 მმ ბურღით | 155 | 165 | 180 | ||
| HIL T I T E - 76 20 სმ ბეტონის ფილის გახვრეტა 28 მმ ბურღით | 180 | 200 | 230 | ||
| BO SC H - 1300 W 20 სმ ბეტონის გადახურვის ფილის პირველი შრის 300 მმ x 300 მმ დანგრევა
| 390 | 405 | 420 | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი . 2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ, მიერთებულია ელექტროწყაროზე . ამოცანის დასრულება: გადახურვის ფილის პირველი შრე დამტვრეულია ვერტიკალური მიმართულებით . | |
| BO SC H - 1300 W 20 სმ ბეტონის გადახურვის ფილის პირველი შრის 300 მმ x 300 მმ გამჭოლი ნგრევა
| 700 | 720 | 740 | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი . 2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ, მიერთებულია ელექტროწყაროზე . ამოცანის დასრულება: გადახურვის ფილა დამტვრეულია გამჭოლად ვერტიკალური მიმართულებით . | |
|
შენიშვნა : თუ სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შეიარაღებაში იქნება „ნორმატივის სახეობის“ გრაფაში მითითებული განსხვავებული ტიპის ან მოქმედების პრინციპის მქონე საავარიო-სამაშველო ოპერაციებში გამოსაყენებელი ძრავიანი და მექანიკური ხელსაწყოები, ამ შემთხვევაში „ნორმატივების შესრულების პირობის“ გრაფის შინაარსის ფორმირებას ახორციელებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი თანამდებობის პირი დანაყოფში არსებული საავარიო-სამაშველო ოპერაციებში გამოსაყენებელი ხელსაწყოების ტიპის, ექსპლუატაციის ინსტრუქციის, მოქმედების პრინციპების გათვალისწინებით.
11. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გაშლა | |||||
| N | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | ||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | |||
| 11.1 | პირობითი ხანძრის ლიკვიდაცია სახანძრო ონკანიდან
| 15 | 20 | 25 | პირობითი ხანძრის კერა დაშორებულია სახანძრო ონკანიდან 20 მ მანძილზე. სახანძრო ინვენტარი დამაგრებულია ადგილებზე, სახანძრო არმატურა მიერთებულია, სახანძრო ონკანის კარები მიხურულია, მაგრამ არ არის ჩაკეტილი. მეხანძრე-მაშველი დგას სახანძრო ონკანიდან 20 მ მანძილზე . ამოცანის დასრულება: სახელოს ხაზი გაყვანილია ხანძრის კერის მიმართულებით , პირობითი ხანძრის კერა განისაზღვრება ხელმძღვანელის მიერ |
| 11.2 | ხანძრის კერის ლიკვიდაცია ქეჩის გამოყენებით
| 25 | 30 | 35 | ხანძრის კერა დაშორებულია სახანძრო სტენდიდან 100 მ მანძილზე. სახანძრო ინვენტარი დამაგრებულია ადგილებზე. მეხანძრე-მაშველი დგას სახანძრო სტენდიდან არანაკლებ 1 მ მანძილზე . ამოცანის დასრულება: ხანძარი ლიკვიდირებულია . ხანძრის კერა: არანაკლებ 10 ლ ტევადობის , 300 მმ დიამეტრის ჭურჭელი ნებისმიერი წვადი ნარევით. წვად ნარევს უკიდებენ ცეცხლს ვარჯიშის შესრულებაზე ბრძანების გაცემის მომენტში . |
| 11.3 | ხანძრის კერის ლიკვიდაცია ცეცხლმაქრის გამოყენებით | 25 | 30 | 35 | ხანძრის კერა დაშორებულია სახანძრო სტენდიდან 100 მ მანძილზე, რომელზეც დამაგრებულია სამი ტიპის ცეცხლმაქრი. მეხანძრე-მაშველი დგას სახანძრო სტენდიდან არანაკლებ 1 მ მანძილზე . ამოცანის დასრულება: ხანძარი ლიკვიდირებულია . ხანძრის კერა: 150 x 100 x 20 სმ ფოლადის ჭურჭელი წვადი ნარევით (30 ლ წყალი, 2 ლ ნავთი, 0,25 ლ ბენზინი). წვად ნარევს უკიდებენ ცეცხლს ვარჯიშის შესრულებაზე ბრძანების გაცემის მომენტში . |
| 11.4 | ხანძრის კერის ჩაქრობა წყლით, სახანძრო კასრიდან ან წყალსატევიდან სახანძრო სათლის გამოყენებით | 40 | 45 | 50 | ხანძრის კერა დაშორებულია სახანძრო სტენდიდან 50 მ მანძილზე. წყლიანი კასრი დგას სტენდთან (წყალსატევიდან წყლის აღებისას – სახანძრო სტენდს დგამენ წყალსატევთან). სახანძრო ინვენტარი დამაგრებულია თავის ადგილებზე. მეხანძრე–მაშველი დგას სახანძრო ფარიდან 50 მ მანძილზე . ამოცანის დასრულება: ხანძარი ლიკვიდირებულია . ხანძრის კერა: შტაბელად შეკრული 12 ხის ძელაკი (სიგრძე 500 მმ, კვეთა 40 x 40 მმ) . |
|
12. პირველადი სამედიცინო დახმარება | |||||
| N | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | ||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | |||
| 12.1 | ინდივიდუალური შესახვევი პაკეტის გაშლა | 20 | 22 | 24 | მეხანძრე–მაშველი იმყოფება მოხერხებულ მდგომარეობაში, პაკეტით ხელში . ბრძანების გაცემის შემდეგ შლის პაკეტს და ამზადებს მას პირველადი დახმარების აღმოსაჩენად . შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ “არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: გაშლილი პაკეტის მთლიანობ ა ან სტერილობ ა დარღვეულია (მიწაზე ვარდნა, ტანსაცმელზე შეხება და სხვ.) . |
| 12.2 | პირველადი ნახვევის დადება: | დაზარალებული წევს, მეხანძრე–მაშველი იმყოფება მოხერხებულ მდგომარეობაში დაზარალებულთან (ჭრილობის „ გაშიშვლებაზე” დახარჯული დრო არ ფიქსირდება) . შესახვევი მასალები და პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალური საშუალებები (ლახტი, ბინტი) მეხანძრე მაშველს უ კავია ხელში ან დევს მასთან ახლოს . ნახვევის დადების დროის ათვლა იწყება შესახვევი მასალის გახსნის მომენტიდან ნახვევის დაფიქსირებამდე (ქინძისთავით ან ბინტის ბოლოებით) . შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: 1. ნახვევი დადებულია არამჭიდროდ ან იკეთებს ნაკეცებს . 2. ნახვევი არ არის დაფიქსირებული ან დაფიქსირებულია კვანძით ჭრილობაზე . | |||
| მარჯვენა (მარცხენა) თვალზე | 85 | 95 | 105 | ||
| მარჯვენა (მარცხენა) ყურზე | 60 | 75 | 90 | ||
| იდაყვის (მუხლის) სახსარზე | 70 | 80 | 90 | ||
| მხრის სახსარზე | 75 | 80 | 90 | ||
| “რვიანისებრი” – გულმკერდზე (ერთი ინდივიდუალური პაკეტით და ბინტით) | 130 | 140 | 150 | ||
| წვივ–ტერფის სახსარზე | 65 | 70 | 75 | ||
| 12.3 | სისხლდენის შესაჩერებელი რეზინის ლახტის დადება ბარძაყზე (მხარზე) | 18 | 20 | 22 | დაზარალებული წევს, მეხანძრე–მაშველი იმყოფება მოხერხებულ მდგომარეობაში დაზარალებულთან ამოცანის დასრულება: ლახტი დადებულია და დაფიქსირებულია მისი დადების დრო შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: 1. ლახტი დადებულია შეუსაბამოდ (8–10 სმ–ით ზევით) . 2. ლახტი დადებულია შიშველ სხეულზე საფენის გარეშე, ლახტით კანის დაზიანება . 3. ლახტზე არ არის აღნიშნული მისი დადების დრო შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „ არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: ლახტის არასწორად დადებ ა (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი სისხლდენა და საფრთხე შეუქმნას დაზარალებულის სიცოცხლეს) . |
| 12.4 | ნაგრეხის დადება სამკუთხედი ქსოვილისა და სხვა სახელდახელო საშუალებების გამოყენებით ბარძაყზე და მხარზე | 30 | 35 | 40 | დაზარალებული წევს, მეხანძრე–მაშველი იმყოფება მოხერხებულ მდგომარეობაში დაზარალებულთან და ხელში უ კავია სახელდახელო საშუალება . ამოცანის დასრულება: ლახტი დადებულია და დაფიქსირებულია მისი დადების დრო . შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: 1. ლახტი დადებულია შეუსაბამოდ (8–10 სმ–ით ზევით) . 2. ლახტი დადებულია შიშველ სხეულზე საფენის . გარეშე, ლახტით კანის დაზიანება . 3. ლახტზე არ არის აღნიშნული მისი დადების დრო . შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „ არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: ლახტის არასწორად დადებ ა (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი სისხლდენა და საფრთხე შეუქმნას დაზარალებულის სიცოცხლეს) . |
| 12. 5 | ზედა კიდურზე ფიქსატორის დადების წესი
| 90 | 100 | 110 | იმიტირებული დაზარალებული, რომელსაც აქვს ხელის მოტეხილობა, ზის (წევს) მეხანძრე–მაშველის წინ . ამოცანის და სრულება: მეხანძრე–მაშველი უსაფრთხოების წესების დაცვით (სათვალის და ხელთათმანის მორგების შემდეგ) დაზარალებულს ადებს ფიქსატორს . მიმდინარეობს დაზარალებულის მდგომარეობის კონტრო ლი. |
|
13. ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვა | |||||
| N | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | ||
| ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | |||
| 13.1
| მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატის Drager Man RSS-90 შემოწმება და მომზადება | მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატის Drager Man RSS-90 შემოწმება , მომზადება და ჩაცმის ტექნიკა ბრძანებებზე : 1. „ აპარატის მომზადება ” ორი მეხანძრე – მაშველი მიდი ს ავტომობილთან და აპარატის მთლიანი კომპლექტი გადააქვ ს სასწავლო მოედანზე . მეხანძრე-მაშველი: – ამოწმებს სახის ნიღბის ბალონთან დამაკავშირებელი მაღალი წნევის მილების მთლიანობას ; – ამოწმებს ჰაერის ბალონს , რედუქტორს და ბალონის სალტეებს დაზიანებაზე ; – ათავსებს ბალონს ქამრებში , აფიქსირებს საზურგეს რედუქტორზე , ამაგრებს ბალონს ქამრებით ; – არგებს ნიღბის ბორტებს ფილტრის ბორტების შესაბამის ჭრილებზე , აწვება ფილტრს და აბრუნებს საათის ისრის მიმართულებით 300- ით ; 2. „ აპარატის შემოწმება ” მეხანძრე-მაშველი: – ამოწმებს ნიღბის დამჭიმი ქამრების მთლიანობას და ელასტიურობას ; – ამოწმებს სახის ნიღბის მთლიანობას , ბზარების , ხვრელების და ჭუჭყის არსებობას ; – ამოწმებს შემშვებ და გამომშვებ სარქველებს ბზარების და დაზიანებების არსებობაზე ; – სისტემის გამართულობის შესამოწმებლად ნელა ხსნის ბალონის სარქველს ბოლომდე , რედუქტორის სარქველს აფიქსირებს “OFF” მდგომარეობაში ; – კეტავს ბალონის სარქველს და ინიშნავს მანომეტრის ჩვენებას ; – ამოწმებს წნევის ცილინდრს , დაბალი და მაღალი წნევის სარქველს და რეგულატორს ; – რეგულატორის წითელი სარქველის ჩასაკეტად ატრიალებს მას საათის ისრის მიმართულებით ; – რეგულატორის სარქველი გადააქვს “ON” მდგომარეობაში , რედუქტორის ლურჯ ღილაკზე თითის დაჭერით თიშავს სარქველს ; – შემოწმების შემდეგ რედუქტორის სარქველს აფიქსირებს „ OFF” მდგომარეობაში და მთლიანად ხურავს ცილინდრის სარქველს ; – ნიღბის ჰერმეტულობის შესამოწმებლად აფარებს შემწოვი ფილტრის სარქველს ხელის მტევანს ისე , რომ შეწყდეს ჰაერის მიწოდება . ახორციელებს შესუნთქვას . ჭარბი წნევის შენარჩუნების შემთხვევაში ნიღაბი ვარგისია მოხმარებისთვის . | |||
| ინდივიდუალური ნორმატივი | 180 | 240 | 300 | ||
| 13.2 | მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატის Drager Man RSS-90 ჩაცმა | მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატის ( Drager Man RSS-90 ) ჩაცმა. მეხანძრე–მაშველი: – აფართოებს ქამრებს წელზე და მხრებზე, ირგებს მოწყობილობას მხრებზე და იკრავს წელის და მხრის ქამრებს; – რწმუნდება, რომ რედუქტორის მექანიზმი არის „OFF” მდგომარეობაში; – ნელა ხსნის ბალონის სარქველს ბოლომდე და ამოწმებს წნევის მანომეტრს სამხრეზე; – ხსნის რეგულატორის წითელ სარქველს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით; – ხსნის ცილინდრის სარქველს; – ნიღბის გაკეთებისას შლის ნიღბის თავის სამაგრ ქამრებს ბოლომდე, ჭიმავს ნიღაბს ორივე ხელით და ყოფს ნიკაპს მის ბუდეში. თანაბრად ჭიმავს სწორი ჭიმით უკან ჯერ ქვედა (კისრის) ქამრებს, შემდეგ კი გვერდითა ქამრებს. არეგულირებს ზედა შუბლის ქამარს უკეთესი მხედველობისათვის; – ამოწმებს აირწინაღის სრულ ჰერმეტულობას (ღრმა ჩასუნთქვის პრინციპის გამოყენებით მორგებული აირწინაღით) დროის ათვლა ხდება ბრძანების გაცემის მომენტიდან მზადყოფნის შესახებ მოხსენების ჩაბარებამდე. შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: 1. იზოლირებული შეკუმშული ჰაერის აპარატის არასწორი აწყობა. 2. სახის ნიღბის ბალონთან დამაკავშირებელი რედუქტორის არასწორი შეერთება (საკეტი არ არის ჩაკეტილი). 3. ნიღბის და ბალონის ქამრების არასწორი განლაგება (გადაგრეხვა) და არასაკმარისი დაჭიმულობა. შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: 1. ბალონის მაღალი წნევის მილების არასწორი და არასაიმედო შეერთება ნიღაბთან. 2. აწყობის დროს იზოლირებული შეკუმშული ჰაერის აპარატის დაზიანება. 3. იზოლირებული სასუნთქი აპარატის კომპლექტის არასწორი აწყობა. | |||
| ინდივიდუალური ნორმატივი | 240 | 300 | 360 | ||
| 13.3 | რესპირატორი (Advantage-1000) | რესპირატორის შემოწმება. მეხანძრე–მაშველი ამოწმებს : – დამჭიმ ქამრებს ელასტიურობაზე, ზედაპირზე ბზარების და წვრილი ნახვრეტების არსებობაზე, სარეგულირებელი შესაკრავების გამართულ მუშაობას; – სახის ნიღაბს სისუფთავეზე, ბზარების და დაორთქლვის ნიშნების არსებობასა და დეფორმაციაზე; – სახის ნიღბის მასალის ელასტიურობას; – შემშვებ და გამომშვებ სარქველებს და მათ ბუდეებს; – ფილტრების სამაგრებს (დაზიანებების არსებობაზე); რესპირატორის ჰერმეტულობის შემოწმება . მ ეხანძრე - მაშველი : – აფარებს შემწოვი ფილტრის სარქველს ხელის მტევანს ისე, რომ შეწყდეს ჰაერის მიწოდება. ახორციელებს შესუნთქვას, აჩერებს სუნთქვას. წნევის შენარჩუნების შემთხვევაში ნიღაბი ვარგისია მოხმარებისთვის , რესპირატორის გაკეთების თანმიმდევრობა . მეხანძრე - მაშველი: – არგებს კა რ ტრიჯის და ნიღბის ბორტებს შესაბამის ჭრილზე და ატრიალებს საათის ისრის მიმართულებით; – შლის ნიღბის თავის სამაგრ ქამრებს ბოლომდე, იჭერს ნიღაბს ორივე ხელით და ყოფს ნიკაპს მის ბუდეში. თანაბრად ჭიმავს სწორი ჭიმით უკან ჯერ ქვედა (კისრის) ქამრებს, შემდეგ კი გვერდითა ქამრებს. არეგულირებს ზედა შუბლის ქამარს უკეთესი მხედველობისათვის . შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: 1. რესპირატორის არასწორი აწყობა . 2. რესპირატორის ფილტრებთან არასწორი შეერთება (საკეტი არ არის ჩაკეტილი) . 3. ნიღბის ქამრების არასწორი განლაგება (გადაგრეხვა) და არასაკმარისი დაჭიმულობა . 4. დაბინძურებულ გარემოში გაუმართავი რესპირატორის გამოყენება . 5. ნიღბის არასწორად მორგება, გადაგრეხილია ნიღბის ქამრები . 6. ნიღბის არ ა ჰერმეტული მორგება სახეზე . შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „ არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: 1. რესპირატორის ფილტრების არასწორი და არასაიმედო შეერთება ნიღაბთან . 2. აწყობის დროს რესპირატორის ან ფილტრების დაზიანება . 3. რესპირატორის ჰერმეტულობის არასწორი შემოწმება . 4. ნიღაბზე წარმოიქმნა ნაკეცები გაკეთების შემდეგ . | |||
| ინდივიდუალური ნორმატივი | 20 | 24 | 28 | ||
| ჯგუფური ნორმატივი | 20 | 25 | 30 | ||
| 13.4 | ქიმიური დაცვის სამოსის შერჩევა A დონის ქიმიური დაცვის სამოსი | ქიმიური დაცვის სამოსის შერჩევა. სპეციალური კოსტიუმის და აღჭურვილობის ჩაცმა და გამოყენება . ბრძანებაზე „ გაზები” სამი მეხანძრე–მაშველი იღებს A დონის ქიმიური დაცვის სამოსს ავტომობილიდან და გადააქვს სასწავლო მოედანზე . მეხანძრე–მაშველი: – ორივე ფეხით დგება სპეციალურ კოსტიუმში, იცვამს სპეციალურ დამცავ წინდებს და დამცავ ჩექმებს ; – იმაგრებს სასუნთქ აპარატს ნიღბის გარეშე ; – ამოწმებს წნევის ცილინდრს, დაბალი და მაღალი წნევის სარქველს და რეგულატორს ; – რეგულატორზე განთავსებული წითელი სარქველის ჩასაკეტად ატრიალებს სარქველს საათის ისრის მიმართულებით ; – აწვება რეგულატორის შავ სარქველს ; – აღებს ცილინდრის სარქველს და ამოწმებს წნევის მანომეტრს სამხრეებზე ; – სრულად ხურავს ცილინდრის სარქველს ; – ხსნის რეგულატორის წითელ სარქველს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ; – ხსნის ცილინდრის სარქველს და იკეთებს მა იზოლირებ ე ლი სასუნთქი აპარატის ნიღაბს ; – იცვამს ბამბის სპეციალურ ხელთათმანებს ; – იცვამს მარცხენა და მარჯვენა სახელოს, კაპიუშონს. მეორე მეხანძრე–მაშველი კრავს სწრაფ ჩა მკეტს ; – იცვამს რეზინის ხელთათმანებს (საჭიროების შემთხვევაში) ; – მეორე მეხანძრე–მაშველი სპეციალური თვითმწებით ჰერმეტულად კრავს სწრაფჩამკეტს . შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „ არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: 1. ბალონის მაღალი წნევის მილების არასწორი და არასაიმედო შეერთება ნიღაბთან . 2. ნიღაბზე ნაკეცების წარმოქმნა . 3. მა იზოლირებ ე ლი სასუნთქი აპარატის კომპლექტის არასწორი აწყობა . | |||
| ინდივიდუალური ნორმატივი | სისწორეზე (არა უმეტეს 540) | ||||
| 13.5 | B დონის ქიმიური დაცვის სამოსი | ბრძანებაზე „გაზები” მეხანძრე–მაშველებს გადააქვთ B დონის ქიმიური დაცვის სამოსის და რესპირატორის კომპლექტი ავტომობილიდან სასწავლო მოედანზე. B დონის ქიმიური დაცვის სამოსის კომპლექტის ჩაცმისას მეხანძრე–მაშველი: – ამოწმებს ნიღბის სახის ნაწილის, დამჭიმი ქამრების ელასტიურობას და სიმთელეს; – ამოწმებს მინის სათვალეებს და ფილტრებს დაზიანებაზე; – ამოწმებს რესპირატორის და ფილტრების ხრახნების ბმას; – ამოწმებს სამოსს დაზიანებაზე; – შედგამს ორივე ფეხს სამოსში, შემოიცვამს ფეხებზე სპეციალურ დამცავ წინდებს, იცვამს მრავალჯერადი გამოყენების რეზინის დამცავ ჩექმებს; – იცვამს სამოსის მარცხენა და მარჯვენა სახელოს, შემდეგ ირგებს სამოსის ზედა ნაწილს მხრებზე; – იკეთებს თხელი რეზინის სპეციალურ ხელთათმანებს – იკრავს სწრაფჩამკეტს ბოლომდე; – ირგებს აწყობილ რესპირატორის ნიღაბს და ჭიმავს ქვედა, გვერდითა და ზედა ქამრებს; – წამოიხურავს სამოსის კაპიუშონს; – დამხმარე მეხანძრე–მაშველი თვითმწებით ჰერმეტულად კრავს სახის ნიღაბს, სამოსს ხელებსა და ფეხებზე; – ამოწმებს ნიღბის ჰერმეტულობას; – იცვამს რეზინის სქელ ხელთათმანს. შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: 1. ფილტრის არასწორი და არასაიმედო შეერთება ნიღაბთან. 2. ნიღაბზე ნაკეცების წარმოქმნა. 3. სამოსის დაზიანებების შემოწმების უგულებელყოფა და არასწორი ჩაცმა. | |||
|
| ინდივიდუალური ნორმატივი | სისწორეზე (არა უმეტეს 480) | |||
| 13.6 | ხელის ქიმიური ანალიზატორი - DRAGER CIT | DRAGER CIT ტუმბოს შემოწმება. 1. სილფონის ტუმბოს ჰერმეტულობაზე სწრაფი შემოწმება: – მეხანძრე–მაშველი ათავსებს დაკალულ მილ–ინდიკატორს ტუმბოში და კუმშავს ხელის ტუმბოს. 2. სილფონის ტუმბოს შეწოვის უნარზე სწრაფი შემოწმება. მეხანძრე–მაშველი: – კუმშავს ტუმბოს მილის მოთავსების გარეშე; – ანულებს მრიცხველის ჩვენებას მრიცხველის ზედა კუთხეში განთავსებული დაფარული ღილაკით; – არჩევს საჭირო მილ–ინდიკატორს; – მილის თავებს ჭრის ტუმბოს ქვედა ნაწილში განთავსებული სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით, მიაბჯენს კერამიკულ ბორცვზე და ატრიალებს მინაზე ნაკაწრების გამოჩენამდე; – ღუნავს ნახევრად გამოღებულ მილ–ინდიკატორს ნაკაწრებში გადატეხვამდე; – ხსნის მილ–ინდიკატორის მეორე წვერს; – იჭერს ხელის ტუმბოს ისე, რომ ხელსაკიდი აღმოჩნდეს ქვემოდან, საჭრისში შეჰყავს მილ–ინდიკატორი და ატრიალებს წვერის მოტეხვამდე, ანალოგიურ მოქმედებას ატარებას მეორე წვერის მოსატეხად; – გახსნილ მილ–ინდიკატორს ათავსებს ტუმბოში, მილ–ინდიკატორზე დატანილი ისრის მიმართულების შესაბამისად. 3. გაზომვების ჩატარება. მეხანძრე–მაშველი: – ამოწმებს რამდენი ჩაბერვა შეესაბამება მილ–ინდიკატორს, აჭერს ტუმბოს ცერა და საჩვენებელ თითს ისე, რომ დაინახოს ჩაბერვების მრიცხველი და ჩაბერვის დასრულების ინდიკატორი; – კუმშავს ტუმბოს, ელოდება მის გაშლას, ინდიკატორის გამოჩენისას იმეორებს მანიპულაციას, სანამ მრიცხველზე არ გამოჩნდება ინსტრუქციაში მითითებული მნიშვნელობა; – აფასებს შედეგს ინსტრუქციის მიხედვით; – იღებს მილს ბუდიდან და დაუბინძურებელ გარემოში ტუმბავს ტუმბოს; – სამუშაოს დამთავრების შემდეგ ტუმბოს ათავსებს ხელჩანთაში. შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: 1. ტუმბოს არასწორი შემოწმება. 2. მუშაობის დაწყებამდე მრიცხველის ძველი ჩვენების დატოვება. 3. მილაკების არასწორი შერჩევა. შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ “არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: 1. დაზიანებული ტუმბოთი დაბინძურების ზონაში მუშაობა. 2. გაუხსნელი მილაკებით მუშაობა. | |||
| ინდივიდუალური ნორმატივი | 200 | 220 | 240 | ||
| 13.7 | MultiRae Plus ქიმიური დაბინძურების აღმომჩენი მექანიზებული ხელსაწყო | MultiRae Plus –ით მუშაობისას მეხანძრე–მაშველი: – ხსნის და ამოწმებს გარეთა ფილტრს; – ხსნის დამცავ ყვითელი ფერის რეზინის შალითას; – ხელით ან რომელიმე მონეტის სახრახნისით უშვებს მეორე ხრახნს, რომელიც ამაგრებს კორპუსის მეორე ნაწილს; – ხსნის ხუფს, ათავსებს სპეციალურ ნიშაში აკუმულატორს ან ელემენტების ბლოკს და აერთებს შესაბამის შემაერთებლებთან; – კეტავს კორპუსს, ამაგრებს დამცავ შალითას და ფილტრს; – MultiRae Plus –ის ჩასართველად აჭერს ღილაკს „MODE”; – ჩართვიდან 30 წმ–ში ახორციელებს ჰაერის ახალ კალიბრაციას ღილაკ “Y” –ზე დაჭერით ; MultiRae Plus –ის სამუშაო მდგომარეობაში გადასვლისას გამოიცემა მოკლე ხმოვანი სიგნალი , ამ დროს ყველა სენსორის მონაცემი ( გარდა ჟანგბადისა ) ნულდება . შეცდომები , რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას : 1. აპარატის ჩართვა და მოხმარება ფილტრის შემოწმების გარეშე . 2. აკუმულატორის არასწორი შეერთება და ნიშაში განთავსება . 3. აპარატის კალიბრაციამდე დაბინძურების ზონაში შესვლა . შეცდომები , რომლებიც განსაზღვრავენ „ არადამაკმაყოფილებელ ” შეფასებას : 1. დაზიანებული ფილტრით დაბინძურებულ ზონაში მუშაობა . 2. აპარატის დაბინძურებულ ზონაში კალიბრაცია . | |||
| ინდივიდუალური ნორმატივი | 60 | 150 | 1200 | ||
| 13.8 | რადიაც იუ ლი დეტექტირების პორტატული აპარატის ladlami 22-41 გამოყენება | რადიაც ი ული დეტექტირების პორტატული აპარატი ს ladlami 22–41 გამოყენებისას მეხანძრე–მაშველი: – რწმუნდება , რომ ჩამრთველ–გამომრთველი დეტექტორების შემრჩევი გამორთულ მდგომარეობაშია ; – ხსნის თითებით ელემენტების ჩასაწყობ ყუთს (ხრახნს აბრუნებს 1/4–ით საათის ისრის მიმართულებით), აწყობს ორ D–ტიპის ელემენტს (პოლარობის გათვალისწინებით), ხურავს ყუთს და კეტავს ; – აპარ ა ტს აერთებს დეტექტორთან სპეციალური კაბელით (კაბელის ჩამკეტს აბრუნებს 1/4–ით საათის ისრის მიმართულებით) ; – დეტექტორის გადამრთველს რთავს შესაბამის დეტექტირების მდგომარეობაში და რადიაციის ინტენსი ვ ობის მრიცხველის რეჟიმი გადა ჰ ყავს შესაბამის პოზიციაში ; – აპარატის მუშა მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ ატარებს გაზომვებს რადიაციული დაბინძურების კერაში . შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავს “არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: – აპარატის ჩართვა და კალიბრაცია დაბინძურებულ ზონაში . | |||
| ინდივიდუალური ნორმატივი |
| ||||
| 13.9 | რადიაციული წყაროების იდენტიფიკატორი GR-135 | GR–135– ზე მუშაობის დაწყებისას მეხანძრე – მაშველი : – ხსნის დამცავი რეზინის შალითას ; – ხსნის ელემენტების კოლოფს , რომელიც განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს , სახელურის ქვეშ ( ჩამკეტს აბრუნებს 1/4– ით საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ ), პოლარობის გათვალისწინებით ათავსებს ელემენტებს ან აკუმულატორებს კოლოფში , აყოლებს ელემენტების ამოსაღებ ლენტს ; – აფიქსირებს ელემენტებს ფიქსატორით და კეტავს ელემენტების კოლოფს ; – აერთებს დამტენ სადგურს (DC) დენის წყაროზე (220V) ადაპტორის მეშვეობით ; – ათავსებს GR–135– ს დამტენ სადგურზე (DC) ავტომატური კალიბრირებისათვის ისე , რომ კორპუსის ქვედა ნაწილში არსებული კონტაქტები შეუსაბამოს დამტენი სადგურის კონტაქტებს ; – ხელსაწყოს დასტაბილიზების შემდეგ ტაბლოზე კითხულობს ხელსაწყოს მზადყოფნის შესახებ შეტყობინებას ( „ SISTEM READY”) ; – შემოაცვამს GR–135– ს დამცავ რეზინის შალითას . GR–135 მზად არის გამოყენებისათვის ; – GR–135 გადაჰყავს საძიებო რეჟიმიდან იდენტიფიკაციის რეჟიმში სახელურზე არსებული ჯოისტიკით ( ხანმოკლე ერთწამიანი დაჭერით წინ / უკან ) ; – ახორციელებს ჩართვა – გამორთვას იმავე ჯოისტიკით ( სამწამიანი დაჭერით წინ / უკან ). შეცდომები , რომლებიც განსაზღვრავ ენ “ არადამაკმაყოფილებელ ” შეფასებას : – აპარატის ჩართვა და მოხმარება შემოწმების გარეშე ; – აკუმულატორის არასწორი შეერთება ; – დაბინძურებულ ზონაში შესვლა აპარატის კალიბრაციამდე ; – აპარატის ჩართვა და კალიბრაცია დაბინძურებულ ზონაში . | |||
| ინდივიდუალური ნორმატივი | სისწორეზე |
შენიშვნა : თუ სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შეიარაღებაში იქნება „ნორმატივის სახეობის“ გრაფაში მითითებული განსხვავებული ტიპის ან მოქმედების პრინციპის მქონე მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატი, რესპირატორი ან ხელის ქიმიური ანალიზატორი, ქიმიური დაბინძურების აღმომჩენი მექანიზებული ხელსაწყო, რადიაციული დეტექტირების პორტატული აპარატი და რადიაციის წყაროების ინდიკატორი, ამ შემთხვევაში „ნორმატივების შესრულების პირობის“ გრაფის შინაარსის ფორმირებას ახორციელებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, დანაყოფში არსებული აპარატების და ხელსაწყოების ტიპის, ექსპლუატაციის ინსტრუქციის, მოქმედების პრინციპების გათვალისწინებით.