„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3044
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-05-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-17
სარეგისტრაციო კოდი
280.060.000.05.001.004.029
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 390)   მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას (გარდა ხანდაზმულთა თავშესაფარში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში მყოფი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირებისა);“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

N 3044 – Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია