ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
52
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-14
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.014319
ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.319

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №52

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნოტარიუსთა რეესტრის ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესი (დანართი №2).

3. 2010 წლის 1 აპრილამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტმა უზრუნველყოს მოქმედი ნოტარიუსების რეესტრში რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

დანართი №1

ნოტარიუსთა რეესტრის ფორმა

№

ნოტარიუ-სის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი

სამუშაო ადგილის მისამართი

ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის აქტის რეკვიზიტები

რეესტრში რეგისტრა - ციის თარიღი

ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის რეკვიზიტები

რეესტრიდან ამორიცხვის თარიღი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1

1. ნოტარიუსთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის ნოტარიუსების  შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ელექტრონული ფორმით. რეესტრი უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 ივნისის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 14.06.2012 წ.

    მუხლი 2

რეესტრის ფორმა (დანართი №1) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

ბ)  სანოტარო ბიუროს მისამართი;

გ) ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის აქტის რეკვიზიტები;

დ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;

ე) ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის რეკვიზიტები;

ვ) რეესტრიდან ამორიცხვის თარიღი;

ზ) შენიშვნა.

    მუხლი 3

1. რეესტრში ნოტარიუსს ენიჭება შესაბამისი ნომერი, რაც განისაზღვრება ნოტარიუსთა თანამდებობაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით.

2. ნოტარიუსების შესახებ მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა რეესტრიდან

კრებსითი — სრული ვერსია