საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
317
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-05-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-22
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.08.002.004
საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №317

2007 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ

1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისა და უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ი. მერაბიშვილმა გამოსცეს ნორმატიული აქტი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის შესახებ.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია