განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
16/01
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2018-09-19
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.014236
განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.236

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №16/01

2010 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-2 მუხლის 53-ე პუნქტის და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

განისაზღვროს განვითარებული ქვეყნების შემდეგი ნუსხა:

1. ავსტრიის რესპუბლიკა;

2. ბელგიის სამეფო;

3. ბულგარეთის რესპუბლიკა;

4. ჩეხეთის რესპუბლიკა;

5. დანიის სამეფო;

6. ესტონეთის რესპუბლიკა;

7. ფინეთის რესპუბლიკა;

8. საფრანგეთის რესპუბლიკა;

9. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;

10. საბერძნეთის რესპუბლიკა;

11. უნგრეთის რესპუბლიკა;

12. ირლანდია;

13. იტალიის რესპუბლიკა;

14. ლატვიის რესპუბლიკა;

15. ლიტვის რესპუბლიკა;

16. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო;

17. მალტის რესპუბლიკა;

18. ნიდერლანდების სამეფო;

19. პოლონეთის რესპუბლიკა;

20. პორტუგალიის რესპუბლიკა;

21. რუმინეთი;

22. სლოვაკეთის რესპუბლიკა;

23. სლოვენიის რესპუბლიკა;

24. ესპანეთის სამეფო;

25. შვედეთის სამეფო;

26. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (გაერთიანებული სამეფო);

27. ამერიკის შეერთებული შტატები;

28. კანადა;

29. კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა);

30. იაპონიის სახელმწიფო;

31. ჰონკონგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი);

32. სინგაპურის რესპუბლიკა;

33. ბაჰრეინის სამეფო;

34. შვეიცარიის კონფედერაცია;

35. არაბთა გაერთანებული საემიროები;

36. ისლანდიის რესპუბლიკა;

37. ლიხტენშტაინის სამთავრო;

38. ნორვეგიის სამეფო;

39. ახალი ზელანდია;

40. ავსტრალიის თანამეგობრობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №207/04 - ვებგვერდი, 20.09.2018წ.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონში და „ფასიანი ქაღალდების შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის 3 ნოემბერს შეტანილი ცვლილებებით.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია