საერთაშორისო აქტებთან შეერთების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
303
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1993-07-20
გამოქვეყნების თარიღი
1993-07-20
სარეგისტრაციო კოდი
480.140.010.09.001.000.015
საერთაშორისო აქტებთან შეერთების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საერთაშორისო აქტებთან შეერთების შესახებ

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს შემდეგ საერთაშორისო აქტებს:

ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას მოქმედ არმიაში დაჭრილთა და ავადმყოფთა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ;

ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ;

ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას სამხედრო-საზღვაო ძალების რიგებიდან დაჭრილთა, ავადმყოფთა და საზღვაო ავარიების დროს დაზარალებულთა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ;

ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას ომიანობის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ;

ჟენევის კონვენციების 1949 წლის 12 აგვისტოს დამატებით ოქმს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დასაცავად (ოქმი I).

ჟენევის კონვენციების 1949 წლის 12 აგვისტოს დამატებით ოქმს, არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დასაცავად (ოქმი II).

2. ეს ეცნობოს:

ა) შვეიცარიის პრეზიდენტს;

ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს;

გ) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს.

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                  ვ. გოგუაძე.

თბილისი,

1993 წლის 20 ივლისი.

 

კრებსითი — სრული ვერსია