„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
93
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-08
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.08.002.004
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №93

2007 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულება.

2. საქართველოს მთავრობამ (ზ. ნოღაიდელი) 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.

3. ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის პირველი მარტიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია