საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №102
2007 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
მ. ანთაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს მერაბ ანთაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მესამე სარეაბილიტაციო პროგრამის შესახებ“ 2004 წლის 18 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმის დანართ 1-ს.
მ. სააკაშვილი