,,საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
90
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-08
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.004
,,საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №90

2007 წლის 5 თებერვალი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2006 წლის 22 იანვარს ქ. ათენში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია