„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
77
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-02-01
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-01
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.004
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №77

2007 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

გ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;

დ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ე) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ვ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ზ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

თ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ი) იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ლ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო;

მ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია