„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-23
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.004
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №39

2007 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ. 1064) დამტკიცებულ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის 28-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნა ხდება შესაბამისი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამთავრების, სათანადოდ აღჭურვისა და მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის შემდეგ. სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიღება-ჩაბარება ხორციელდება კომისიურად.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია