„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-23
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.004
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №38

2007 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2004 წლის 27 დეკემბრის   №614 ბრძანებულებაში დამატების   შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 “ ქვეპუნქტი:

„ე1 ) ითანხმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასაზღვრო გამტარი პუნქტის კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია