„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-16
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.004
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №31

2007 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება, მე-16 და მე-17 მუხლების მეორე პუნქტების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე.“.

მუხლი 2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 30 დეკემბრიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია