„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
778
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-03
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.004
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №778

2006 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის  №676 ბრძანებულების  (სსმ III, 1999 წ., №69 (76), მუხ. 1064) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 101 პუნქტი:

„101. საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სამგზავრო დოკუმენტებში თარიღის შტამპი აღნიშვნით „შემოსვლა“ დაისმება მხოლოდ მოქალაქის მოთხოვნისამებრ.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია