„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
776
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-03
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.004
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №776

2006 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს დამატებები „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ.1064) და ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შემოტანა/გატანის აღრიცხვა  ხორციელდება სასაზღვრო-გამტარი პუნქტის პასუხისმგებელი პირის მიერ მოქალაქის პასპორტში სათანადო სტიკერისა და თარიღ-დამღის დასმით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი, აგრეთვე მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმა კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –   საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თანხმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საბაჟო დეპარტამენტთან“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით.

მ. სააკაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია