„საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
774
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-29
სარეგისტრაციო კოდი
480.430.000.08.002.004
„საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №774

2006 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2006 წლის 24 ნოემბერს ქ. ჰელსინკში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია