საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №736
2006 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიენიჭოს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი.
მ. სააკაშვილი