საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №407
2002 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
გ. შენგელიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს გია შენგელიას, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და ნიდერლანდის სამეფოს შორის საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმებას.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დ. ძოწენიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 მაისის №264 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე