საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №704
2006 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „შოთა რუსთაველისა და ლენინური პრემიების ლაურეატთათვის პრეზიდენტის გრანტების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №346 ბრძანებულება;
ბ) „მ. ამირანაშვილის, ნ. ბრეგვაძის, ნ. ბურმისტროვასა და გ. ჩუბინიძისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 აგვისტოს №466 ბრძანებულება;
გ) „რუსთაველის პრემიის ლაურეატის, კინოოპერატორ ლევან ნამგალაშვილისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 ივნისის №383 ბრძანებულება;
დ) „რუსთაველის პრემიის ლაურეატების ლია სტურუასათვის, ნანი ბრეგვაძის, ნიკოლოზ იგნატოვის, ვახტანგ ტაბლიაშვილისა და რევაზ გაბრიაძისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 აგვისტოს №375 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი