„რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №282 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
698
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-11-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-21
სარეგისტრაციო კოდი
480.610.000.08.002.004
„რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №282 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №698

2006 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის   22 ივლისის №282 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №282 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №76, მუხ. 672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (ბ. ბიწაძე) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთათვის ვიზების გაცემა უზრუნველყოს ,,რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის რეჟიმის საკითხების შესახებ“ რუსეთ-საქართველოს 2001 წლის 1 მარტის მოლაპარაკებათა ოქმის დებულებათა გათვალისწინებით, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია