„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
668
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-08
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.004
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №668

2006 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №102, მუხ. 1381) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 570 კაცით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მოსახდელად – 600 კაცით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში – 500 კაცით“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია