„სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
91
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-17
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.475
„სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №91

2006 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ

1. ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

მაია მიმინოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

გივი მიქანაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №42 - სსმ III, №31, 07.03.2007წ., მუხ.365

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №285 - სსმ III, №180, 20.12.2007წ., მუხ.1992

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ზურაბ ადეიშვილს – საქართველოს გენერალურ პროკურორს

ლევან ბეჟაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

გიორგი ბოკერიას – საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

მალხაზ გურულს – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს

ლაშა კალანდაძეს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს

ნინო კალანდაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

კონსტანტინე კუბლაშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

ზაზა მეიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს

გიორგი პაპუაშვილს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

სოზარ სუბარს – საქართველოს სახალხო დამცველს

ეკა შარაშიძეს – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს

ვალერი ცერცვაძეს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს

მარიკა ცერცვაძეს – თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს

ჯონი ხეცურიანს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №127 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1188

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №42 - სსმ III, №31, 07.03.2007წ., მუხ.365

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №285 - სსმ III, №180, 20.12.2007წ., მუხ.1992

3. კომისიამ უზრუნველყოს მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციისა და რეფორმების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისათვის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.

4. კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ე. ტყეშელაშვილი) უზრუნველყოს ექსპერტების (მათ შორის უცხოელების) ჩაბმა კომისიის მუშაობაში.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №285 - სსმ III, №180, 20.12.2007წ., მუხ.1992

5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ე. ტყეშელაშვილმა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №285 - სსმ III, №180, 20.12.2007წ., მუხ.1992

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №127 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1188

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №42 - სსმ III, №31, 07.03.2007წ., მუხ.365

3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №285 - სსმ III, №180, 20.12.2007წ., მუხ.1992

კრებსითი — სრული ვერსია