საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №597
2006 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რ. გიგილაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს რევაზ გიგილაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი