საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №590
2006 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რ. გიგილაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს რევაზ გიგილაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია- საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 აპრილის ბრძანებულება №205-სსმIII,№52,29.04.2009წ.,მუხ.604