საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №552
1999 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზ. ჭუმბურიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ჭუმბურიძეს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს საბერძნეთის რესპუბლიკასთან, ისრაელთან და იტალიის რესპუბლიკასთან კულტურის, განათლების, მეცნიერების, საარქივო და საბიბლიოთეკო საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტულ სამწლიან პროგრამებს.
ე. შევარდნაძე