საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №718
1998 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
თ. ჯაფარიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკის შეერთებულ შტატებში თედო ჯაფარიძეს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს შემდეგ შეთანხმებებს:
1. „შეთანხმება განვითარების კრედიტის თაობაზე საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის (საწარმოთა რეაბილიტაციის პროექტი“.
2. „შეთანხმება საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრს შორის (საწარმოთა რეაბილიტაციის პროექტი)“.
ე. შევარდნაძე