,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-28
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.470
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2006 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილების (სსმ, №154, 2005 წელი, მუხლი 1714) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების სამმართველო

დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი ძირითადი პრიორიტეტების შემუშავება;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;

გ) წინადადებების შემუშავება სექტორული პოლიტიკის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია