„საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №361 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
561
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-25
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №361 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №561

2006 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2006 წლის 19 ივნისის №361 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №361 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №83, მუხ. 1103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანებულების №1 დანართის შესაბამისად დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ ეთანხმება აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნას, იგი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული რეკომენდაცია.“;

ბ) ბრძანებულების №2 დანართის შესაბამისად დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობიდან“ გამოყვანილ იქნეს თამარ ქვარიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და შეყვანილ იქნეს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია