საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
2006 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა შეიარაღებული ძალებიდან ვადამდე დათხოვნის შესახებ
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვადამდე იქნენ დათხოვნილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქრთველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულების საფუძველზე გაწვეული იქნენ შეიარაღებულ ძალებში.
მ. სააკაშვილი