საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №502
2006 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„1997 წლის 8 აპრილს გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის ათვისების პროცესში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 4 მარტის №67 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „1997 წლის 8 აპრილს გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის ათვისების პროცესში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 4 მარტის №67 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი