„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
494
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-08-17
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-18
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.08.002.004
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №494

2006 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს  საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფოს საკუთ­რებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან  რეალი­ზა­ციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაო­ბაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივ­ნი­­სის №209 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №59,      მუხ. 508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრე­ბაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდ­რო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემ­დებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვა­ლის­წინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმი­ნის­ტრა­ციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვა­ლის­წინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელ­მწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების გან­ხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურ­სებზე.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია