„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
482
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.08.002.004
„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №482

2006 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 ივლისის №316 ბრძანებულება;

ბ) „თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ივლისის №344 ბრძანებულება;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უნივერსიტეტად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №566 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია