„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
481
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-15
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.08.002.004
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №481

2006 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №59, მუხლი 508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ქონების მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მეორე რჩება ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ხოლო მესამე დაუყოვნებლივ ეგზავნება ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმის მესამე ეგზემპლარი ეგზავნება საფინანსო სააგენტოს.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ იღებს შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს გენერალური პროკურორი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

გ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 300 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის აღსრულებისთანავე.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია