საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №217
199 8 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
ა. მოვსესიანის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
სახელმწიფო ორგანოებში ნაყოფიერი მუშაობისათვის, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების, განსაკუთრებით ქართველი და სომეხი ხალხების მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსის - ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოვსესიანი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე