საქართველოს მთავრობის
დადგენილება №69
2006 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №233 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №149, მუხლი 1663) დაფუძნებული ქ. თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრებად.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი