,,საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
68
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-05
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.000.452
,,საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2006 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ხე-ტყის შესაბამისი მოცულობის ტყეკაფების გამოყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია