საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №439
2006 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
ა. ალექსიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას შორის „განვითარებად ბაზრებთან თანამშრომლობის პროგრამასთან (PSOM) და „პარტნიორები წყლის სფეროში პროგრამასთან (PFW)“ დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მ. სააკაშვილი