„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
436
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-21
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №436

2006 წლის 18 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №146, მუხ. 1626) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია