,,სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
420
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-18
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.08.002.004
,,სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №420

2006 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულებას (სსმ III, 24.06.03, №61, მუხ. 525) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. ეს ბრძანებულება არ ვრცელდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ იმ საწარმოებზე, რომელთა აქციები (წილები) მართვის უფლებით კონკურსის საფუძველზე გადაცემულია სხვა სუბიექტებზე.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია