საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №201
199 8 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
კ. საკანდელიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული კინოსა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი კარლო საკანდელიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე