,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
66
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-30
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.450
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

 

დადგენილება №66

2006 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-5 და მე-9 თავების საფუძველზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 24-ე, 25-ე, 26-ე და 27-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების გამცემ ორგანოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

2. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით დადგენილი წესით.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს მის მიერ გაცემული ლიცენზიების უწყებრივი რეესტრის განხორციელება.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს გაცემული ლიცენზიებისა და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის წელიწადში ორჯერ წარდგენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                         ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია