საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №391 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
391
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №391 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნის შესახებ“

(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №391

2006 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნის შესახებ

საქართველოში საგუნდო ხელოვნების ხელშეწყობის, განვითარებისა და გორის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ქალთა კამერული გუნდის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის ქალთა კამერული გუნდი (შემდეგში – გუნდი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) უზრუნველყოს გუნდის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს გუნდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს გუნდისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია