„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
390
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-05
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №390

2006 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია): უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის:

ა) სახელმწიფო კონტროლი;

ბ) წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის სახელმწიფო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკისათვის „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის გადაცემის მიზნით.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია  – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის ბრძანებულება №354 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია