(ძალადაკარგულია - 23.02.2015, №57)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №389
2006 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ
მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია):
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივლისის ბრძანებულება №437-სსმ III, №105, 25.07.2007წ; მუხ.1150
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ცენტრისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ. სააკაშვილი